x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ფოტო თვითონ ატვირთა გადაცემის შემდეგ" - ნახეთ, თამაზ მეჭიაურის რა ფოტოს ავრცელებს მაკა რაზმაძე

image


ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე თიანეთის ყოფილი მერის თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს ავრცელებს და იმ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ყოფილმა პარლამენტარმა ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემა "ჩაი" -ში სტუმრობის შემდეგ სოციალურ ქსელში თავადვე ატვირთვა:


image


"ეს ფოტო თვითონ ატვირთა გადაცემის შემდეგ. ფოტოში გვერდით მეც ვდგავარ მაგრამ ახლა ჩამოვჭერი ჩემი თავი რადგან მხოლოდ ბატონ თამაზზე მინდა დავწერო.


არასდროს დამიწერია მსგავსი სტატუსი.სხვების არაერთხელ შემხვედრია ხოლმე აქ მაგრამ მე პირველად ვწერ.
თითოეულ თქვენგანს გულით გთხოვთ, კეთილი სიტყვები, კეთილი აურა, კეთილი სურვილები ან ლოცვა მიუძღვენით ბატონ თამაზს….


უდიდესი ძალა აქვს კეთილ ენერგეტიკას და მე მჯერა რომ ამდენი ადამიანის სიკეთით და სითბოთი სავსე ენერგია მას გამოიყვანს იმ მძიმე მდგომარეობიდან რომელშიც არის ახლა…
ის ჩემთვის ერთერთი საყვარელი რესპონდენტია რომლის წინაშეც ახლა საშინლად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ გარდა იმისა რომ საშინლად განვიცდი მის მდგომარეობას.


ბოლოს ჩემთან იყო გადაცემაში და რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა რომ კორონა სჭირდა. ახლა კი ხელოვნურ კომაშია და არ ვიცით რა იქნება ხვალ…


გთხოვთ, ერთად ვთხოვოთ ღმერთს თუ ბუნებას გადაარჩინოს თამაზ მეჭიაური-ძალიან კარგი კაცი…
Tamaz Mechiauri" – წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე თამაზ მეჭიაურმა თავად გაავრცელა პოსტი, სადაც საზოგადოებას იმის შესახებ ამცნობდა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. თიანეთის ყოფილი მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიტიკოსი ხელოვნურ კომაში იმყოფება.





0
325
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
325