ქალი ეს ქალი კინაღამ დაბრმავდა იმისგან, რასაც ყოველი მეორე ქალი აკეთებს! 2022, 10 თებერვალი, 19:38 თუ მაკიაჟს სახიდან ძილის წინ არ იცილებთ, მაშინ თვალი ამ ფოტოებს გადაავლეთ. 50 წლის სიდნეელ ტერეზა ლინჩს, 25 წლის განმავლობაში წამწამებიდან ტუში არასდროს მოუცილებია, რის გამოც მას თვალების ქვეშ შავი ტომრები და ზედა ქუთუთოებზე კონკრემენტები გაუჩნდა.ქალი ექიმს თვალების საშინელი ქავილის გამო ესტუმრა. უსიამოვნო შეგრძნებები სპეციალური თვალის წვეთების გამოყენების შემდეგაც არ მცირდებოდა...ექიმებმა ქუთუთოების ქვეშ ტერეზას ე.წ. კონკრემენტები აღმოუჩინესმედიკოსებმა ქვების ამოღების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს, რომელიც მთლიანობაში 90 წუთს გრძელდებოდა"ზედა ქუთუთოს ქვეშ ბევრი, შავი პატარა-პატარა გროვა ერთ მთლიანობად ქცეულიყო, რის გამოც ქუთუთოები შემიშუპდა და დამძიმძიმდა, როდესაც ექიმმა რობეიმ ზედა ქუთუთო ამიწია, გაოცებისგან წამოიძახა: "ო, ღმერთო ჩემო! მთელი ჩემი კარიერის მანძილზე მსგავსი არაფერი მინახავს." ჩემი ცილოვანი გარსი მინისებრი გახდა და სისხლით გაიჟღინთა."- აცხადებს ტერეზა."ერთი ცუდი ჩვევა მქონდა, ყოველთვის მძიმე მაკიაჟს ვატარებდი, რომელსაც შემდეგ არასდროს ვიშორებდი. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ საღამოს მაკიაჟის მოცილება, ისე რომ ერთი დღეც არ გამოტოვოთ" - აღიარებს ლინჩი.ტერეზა ყველა ქალს უმორჩილესად სთხოვს, ძილის წინ მაკიაჟი აუცილებლად მოიშოროს და ის სახეზე მთელი ღამით არასდროს დაიტოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც მის მსგავსად თვალის სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით.174 შეფასება არ არის |