რელიგია "სიზმარი რომ მოვუყევი, დამცინა – შენ ალბათ მეძავი გახდებიო" - სურბ სარქისის ღამე და მარილიანი კვერები 2022, 10 თებერვალი, 13:06 ![]() სურბ სარქისი (წმ.სარქისი-362–363წ)ადრექრისტიანული მეომარ-წამებული, სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ითვლება შეყვარებულთა მფარველად. იყო რომის არმიის მხედართმთავარი. წმინდა სარქისის დღე სომხეთის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ოფიციალურად 2007 წლიდან აღინიშნება. სურბ-სარქისობას თან ქარები ერთვის. ლეგენდის მიხედვით წმინდა სარქისმა თებერვალში მოიტაცა ბერძენი ელენა. მამამ მდევრები დაადევნა, მაგრამ ამოვარდა საშინელი ქარბუქი და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მდევრებმა ქალი ვეღარ დაიბრუნეს. სომხური თქმულებების თანახმად, წინა მარხვის ბოლო ღამეს (თებერვალში) წმინდა სარქისი თავის მიჯნურთან ერთად ყოველი სომეხის სახლს სტუმრობს. მისთვის, სახლის სახურავებზე ან კარებებში ალაგებენ მოხალული ხორბლის ფქვილის ფოხინდს ან ხორბლის ფაფას. დილით, ფქვილზე ან ფაფაში აღმოჩენილი წმინდა სარქისის ცხენის კვალი ბედნიერების ნიშნად ითვლება. სარქისი საჩუქრებსა და გამასპინძლებას აგროვებს, ამასთანავე გოგონებისა და ყმაწვილებისათვის წინასწარმეტყველური სიზმრები მოაქვს, მათ მომავალ მეუღლეებს ანახებს ძილში. რა უნდა ქნათ იმისთვის, რომ მომავალი საბედო დაგესიზმროთ? პარასკევს საღამოს, 11 თებერვალს უნდა დავაცხოთ მარილიანი კვერები, რომლის რეცეპტიც საკმაოდ მარტივია: 2 სუფრის კოვზი ფქვილი 1 ჩაის კოვზი მარილი 1 სუფრის კოვზი წყალი წყალი მოზილეთ ცომი და ტაფაზე ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. მიირთვით დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე.ისე, რომ არ მიაყოლოთ წყალი. საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ. ისე ამბობენ, სასურველია კვერი ქვრივმა ქალმა გამოგიცხოსო. ![]() ხალხური რწმენის თანახმად სიზმარში ვინც წყალს მოგაწვდით, ის იქნება თქვენი საბედო.როგორც ცნობილია ამ მხრივ უფრო გოგონები უფრო აქტიურობენ, ვიდრე ბიჭები. "ქვრივმა ლაურამ ალბათ სასიკვდილოდ გამიმეტა. მე მგონი, ფქვილის და მარილის დოზები ერთმანეთში აერია და პირიქით გამოაცხო. მსგავსი საზიზღრობა ცხოვრებაში არ მიგემია! გაჭირვებით გადავყლაპე. სანამ დამეძინა, ტანჯვისაგან მოვკვდი. სიზმარში კი ვნახე, ვითომ მინდორში ვიდექი და გარს ძალიან ბევრი ბიჭი მეხვია. ყველა უცნობი იყო. სათითაოდ მოდიოდნენ და წყალს მასხამდნენ. გაღვიძებისთანავე 2 ლიტრი წყალი დავლიე და ჩემს გათხოვილ დაქალს დავურეკე. სიზმარი რომ მოვუყევი, დამცინა – შენ ალბათ მეძავი გახდებიო. ნერვები მომეშალა. რისთვის ვიწვალე ამდენი? იმედია, წელს მაინც გამიმართლებს და ვინმე ღირსეული მამაკაცი დამალევინებს წყალს სიზმარში. ღირსეული - იმიტომ, რომ იდეალურები არ არსებობენ. ამიტომ უნდა გიყვარდეთ მამაკაცი ისეთი, როგორიც არის! – მოიცა, მაგრამ თუ საერთოდ არ არის?"(ბლოგერის მონათხრობიდან) 588 3-ს მოსწონს
|