x
მეტი
  • 28.07.2024
  • სტატია:136203
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510454
"ვესტ ჰემის" ფეხბურთელს კატისთვის წიხლის ამორტყმაზე პატიმრობა ემუქრება(ვიდეო)
image

"ვესტ ჰემის" შერცხვენილ ფეხბურთელს, კურტ ზუმას, მის მშობლიურ საფრანგეთში ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ კატას წიხლი ამოარტყა.



27 წლის ფეხბურთელის წინააღმდეგ სამართლებრივი საჩივარი შეიტანეს პარიზში, იმ შოკისმომგვრელი ვიდეოს გამო, სადაც მოთამაშე ესექსის 2 მილიონი ფუნტის ღირებულების საკუთარ სახლში თავს დაესხა თავის შინაურ ცხოველს.


ამან აიძულა La Fondation 30 Millions d'Amis-ის, საფრანგეთის ცხოველთა უფლებების უმსხვილეს ჯგუფის იურისტები დაკავშირებოდნენ პროკურორებს.



ფონდის სპიკერმა განაცხადა: "ჩვენ ვგმობთ ამ საზიზღარ საქციელს, ვითხოვთ ფეხბურთელს შეუჩერდეს საფრანგეთის ნაკრებში თამაში; მის წინააღმდეგ სამართლებრივი საჩივარი შევიტანეთ".


საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 113-6-ე მუხლის თანახმად, საფრანგეთის მოქალაქე შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის.

image

ცხოველთა დაცვის ახალი, გამკაცრებული კანონი საფრანგეთში 2021 წელს შემოიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ცხოველების მიმართ სისასტიკე“ ახლა ისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 50 000 ფუნტის ექვივალენტის ჯარიმით.

image

ლონდონის სტადიონზე გამართულ ბოლო მატჩში "უოტფორდთან" ბურთის მიღებისთანავე ზუმას მაყურებლები უსტვენდნენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი იძულებული გახდა დაეცვა თავისი გუნდის არჩევანი და თქვა, რომ მას სხვა სასტარტო 11 ფეხბურთელი უნდა აერჩია ვიდეოსკანდალის შემდეგ.

მაღალჩინოსანმა ფრანგმა პოლიტიკოსებმა ასევე დაგმეს ზუმა, რომელიც წარმოშობით აღმოსავლეთის ქალაქ ლიონიდანაა და მოუწოდეს იგი გააძევონ საფრანგეთის ნაკრებიდან.


ზუმას საქციელი დაგმეს ასევე ცნობილმა ხელოვანებმა და ვეტერანმა თუ მოქმედმა ფეხბურთელებმა.


2
157
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
157
  
2022, 10 თებერვალი, 18:03
ძალიან კარგი
2022, 10 თებერვალი, 11:14
ცოტაც და სამყარო დიდ საგიჟეთს დაემსგავსება. კატა მისი საკუთრება არის და რასაც უნდა იმას უზავს. კი ბატონო,არ არის საამაყო საქციელი,მაგრამ ამის გამო ადამიანი ციხეში ჩავსვათ არის სრული იდიოტობა. ჯარიმა გადაახდევინა ვესტჰემმა და ადიდასმა კონტრაქტი გაუწყვიტა,ეს კიდევ გასაგებია,მარა პატიმრობა? სიგიჟეა რა. ცოტა ხანში,კატებს და ძაღლებს ხმის უფლებას მისცემენ,მერე ნახეთ ბარდაგი. ბაზარი არაა,ჩვენში მაგათაც მოისყიდიან,მარა იდიოტიზმის ზეიმია. გამოდიან ადამიანები და ცხოველთა უფლებებზე საუბრობენ,ხოლო მოშიების დროს გოჭის ხორცს გაიგდებენ. მერე გეტყვიან,გოჭს ჩვენში ჭამენო და მასე კატასაც,ძაღლსაც ჭამამენ აზიაში. ვიღაცას მცენარეც სულიერად მიაჩნია და მისი ჭამას ამორალურს ეძახიან,რა ვქნათ ცოდვილმა ადამიანებმა რითი გამოვიკვებოთ? ერთმანეთს შევჭამთ და ეგ იქნება ხო?

ბუნების კანონია ასეთი,ძაღლი კატას ერჩის,მგელი და მამაო ცხვარს,კატა თაგქვს და ა.შ. როცა კატა თაგვს დაიჭერს და შეჭამს,ამ ევროპელმა ყ.. უნდა იფიქრონ კატის დაპატიმრებაზე,რადგან თაგვსაც აქვს თავისი უფლებები ძმაო. ამათი შემყურე ევროპელეობა მაგარი გასატეხი ამბავია და ამათკენ მივდივართ ხო? ამათი უგზოუკვლოდ უფლებადამცველი დედა ვატირე
0 1 2