x
6 უცნაურობა, რომლებიც აინშტაინს სჭირდა
6 უცნაურობა რომელიც აინშტაინს სჭირდა.
6 უცნაურობა რომელიც აინშტაინს სჭირდა.

ალბერტ აინშტაინი იყო ფიზიკოსი და თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად.

ყველას გვსმენია მისი გენიალურობის შესახებ, თუმცა ეს ფაქტები მის შესახებ ნამდვილად გაგაოცებთ:

1. აინშტაინი უცნაური თავით დაიბადა

როდესაც აინშტაინი დაიბადა, უკანა თავის არე იმდენად დიდი ჰქონდა, რომ მისი ოჯახის წევრები ღელავდნენ ამ ფაქტის გამო, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, თავის ფორმა უფრო ნორმალური გახდა.

2. აინშტაინმა საუბარი გვიან დაიწყო

ამბობენ, რომ მან ვერ დაიწყო საუბარი 10 წლის ასაკამდე. ამის გამო სტენფორდის ეკონომისტმა დოქტორმა თომას სოველმა შემოიღო საკამათო ტერმინი "აინშტაინის სინდრომი". ეს სინდრომი ძირითადად გენიოს ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც საუბარი გვიან დაიწყეს.

3. აინშტაინს საკუთარი ქალიშვილი არასდროს უნახავს

სანამ აინშტაინი და მისი პირველი მეუღლე მილევა მერისი იქორწინებდნენ, მას ფარულად შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ ბავშვის ბედი, რომელსაც ლიესერლი დაარქვეს, გაურკვეველია. ის დაბადებისთანავე ფაქტობრივად გაქრა ისტორიული ჩანაწერებიდან. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ აინშტაინს ოდესმე ნანახი ჰყავდა მისი ქალიშვილი.

4. აინშტაინი მის მეუღლეს უცნაურ წესებს უდგენდა

აინშტაინი ბევრს მოითხოვდა მილევასგან. მან დაუდგინა ცოლს კომპლექტი წესებისა. სიის მიხედვით მას უნდა ჰქონოდა დღეში სამჯერადი კვება, შეეწყვიტა ლაპარაკი, თუ ქმარი სთხოვდა და სავარაუდოდ არ უნდა ჰქონოდა ინტიმური ურთიერთობა მასთან.

5. აინშტაინი არასოდეს იცვამდა წინდებს

მსოფლიოში ცნობილი გენია არასოდეს იცვამდა წინდებს. საერთოდ ის ძალიან მოუწესრიგებელი ადამიანი იყო.

6. აინშტაინმა დააჩქარა საკუთარი სიკვდილი

აინშტაინი გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს. სისხლძარღვების გახეთქვის გამო. ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა შესთავაზეს ოპერაცია, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა და თქვა: "ეს არის ცხოვრების უგემოვნო გახანგრძლივება ხელოვნურად".
1
702
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
702
  
2022, 9 თებერვალი, 15:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1