საზოგადოება მერლინ მონროს გამონათქვამები 2022, 9 თებერვალი, 12:08
მერლინ მონრო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალია, რომელიც ჰოლივუდის კინოსამყაროს საკულტო სახედ ითვლება.იგი დღემდე უამრავი გოგონას შთაგონების წყაროა.
იხილეთ მერლინ მონროს გამონათქვამები: "არასრულყოფილება მშვენიერებაა, სიგიჟე გენიალურია და ჯობია იყო აბსოლუტურად სასაცილო, ვიდრე სრულიად მოსაწყენი." "მიეცით გოგონას სწორი ფეხსაცმელი და ის შეძლებს სამყაროს დაპყრობას." "მეგობრები გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ." "მე ძალიან ქალური ვარ და ეს ძალიან მსიამოვნებს" "მე ვფიქრობ, რომ სექსუალურობა ბუნებრიობაშია" "მე კარგი ვარ, მაგრამ არ ვარ ანგელოზი. მე ვცოდავ, მაგრამ არ ვარ ეშმაკი. მე უბრალოდ პატარა გოგონა ვარ დიდ სამყაროში" "მე ყოველთვის მარტო ვარ" "ქალს კაცის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლია, ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ავსებენ" "წარმატება აიძულებს ბევრ ადამიანს შეგიძულონ. ვისურვებდი, რომ ასე არ იყოს. მშვენიერი იქნებოდა, ისარგებლო წარმატებით გარშემომყოფების თვალში შურის დანახვის გარეშე." "ჩვენ ყველამ უნდა დავიწყოთ ცხოვრება, სანამ არ დავბერდებით." "თოთხმეტი წლიდან, ყოველთვის მქონდა ქალების გაღიზიანების ნიჭი." "სექსი ბუნების ნაწილია.მე ბუნებას მივყვები" "არ ვიცი ვინ გამოიგონა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ ყველა ქალს მის წინაშე დიდი ვალი გვაქვს" "არ მეზარება მამაკაცის სამყაროში ცხოვრება, სანამ მასში ქალი ვიქნები." "ვცდილობ ვიპოვო საკუთარი თავი. ზოგჯერ ეს არ არის ადვილი." "ჩვენ ყველანი ვარსკვლავები ვართ და ვიმსახურებთ ციმციმს" "შიში სისულელეა. სინანულიც ასეა." "ყველა წესი რომ დამეცვა, ვერსად ვერ მივიდოდი." "ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ძილია, ამ დროს მაინც ვოცნებობ" "სჯობს იყო უბედური მარტო, ვიდრე უბედური ვინმესთან ურთიერთობაში" "ძაღლები არასდროს მკბენენ - მხოლოდ ადამიანები." "როცა პატარა გოგო ვიყავი, არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ლამაზი ვარ. ყველა პატარა გოგონას უნდა, რომ ეს უთხრან, მიუხედავად იმისა ლამაზია ის სინამდვილეში თუ არა." "სექს-სიმბოლოდ ყოფნა მძიმე ტვირთია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი დაღლილი, ტკივილიანი და დაბნეულია." "ჩვენ ადამიანები უცნაური არსებები ვართ და მაინც ვიტოვებთ საკუთარ თავზე ფიქრის უფლებას." "შვილის გაჩენა, ყოველთვის ჩემი ყველაზე დიდი შიში იყო. მე მინდა შვილის ყოლა მაგრამ მეშინია." "დიდი ხნის განმავლობაში მეშინოდა იმის მოსმენის, რომ დედაჩემს ვგავარ." "მსახიობობაზე ოცნება უფრო საინტერესოა, ვიდრე მსახიობობა." "ოდესღაც მსურდა თავის დამტკიცება დიდ მსახიობად. ახლა მინდა დავამტკიცო, რომ ადამიანი ვარ. მაშინ იქნებ დიდი მსახიობიც გავხდე" 106 1-ს მოსწონს
|