x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
16 მოსაბეზრებელი კლიშე ცნობილი ფილმებიდან, რომელთა ნახვისას თვალებს ყველა უნებურად ვატრიალებთ

image
რაიმე ფილმის ან სერიალის ყურებისას გქონიათ შეგრძნება, თითქოს ესა თუ ის მომენტი უკვე ნანახი გაქვთ და უკვე წინასწარ იცით რა მოხდება? მოსაბეზრებელი კლიშეები ყველგანაა, განსაკუთრებით რომანტიულ კომედიებში, მაგალითად, ღარიბი გოგონა უყვარდება მდიდარ, გათამამებულ ბიჭს, რომელსაც ასევე გათამამებული მდიდარი შეყვარებული ჰყავს და მთელი ფილმის მანძილზე კომედიური დრამა მიდის, ან თუნდაც მძაფრსიუჟეტიან ფილმებში ყველაფერი ფეთქდება, მთავარი გმირი კი ნაკაწრის გარეშეა და მას მხოლოდ სახე შეიძლება ჰქონდეს გამურული. წარმოგიდგენთ სწორედ ასეთ კლიშეებს, რომლებიც უკვე ყველას ყელში გვაქვს ამოსული:

1. გოგონა შეყვარებულს შორდება და რამდენიმე დღე ტელევიზორის წინ ზის ნაყინის ქილით ხელში.image

2. გენიოსები ყოველთვის სკეპტიკურები, აუტანლები არიან და უყვართ მეგობრების წყობიდან გამოყვანაimage

3. ურთიერთობას არკვევენ ყველაზე მოუხერხებელ მომენტში, მაგალითად მაშინ, როცა სამყაროა გადასარჩენი!image

4. ბორკილებს მარტივად იხსნიან ქაღალდების საჭერითimage

5. მთავარი გმირი ყოველთვის ხელშეუხებელია და არასოდეს ზიანდებაimage

6. იდეალურად დაგეგმილ ქურდობაში ყოველთვის რაღაც ხარვეზიაimage

7. როდესაც საქმე აღმოსავლეთის კულტურას ეხება, მთავარი გმირები ჯარისკაცებს ან “ცუდ ბიჭებს" გაურბიან, სახურავებზე დარბიან და უცებ ჰარამხანაში ჩავარდებიან ხოლმე.image

8. ბოევიკების გმირებს ნებისმიერი ტრანსპორტის მართვა შეუძლიათ, იქნება ეს წყალქვეშა გემი თუ კოსმოსური ხომალდიimage

9. სასიკვდილო იარაღად იყენებენ ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებათimage

10. მიტოვებული ქარხანა, რომელიც რატომღაც მაინც ფუნქციონირებს, ნებისმიერი ბოევიკის ლოკაცია შეიძლება იყოსimage

11. დეტექტივები და მკვლევარები მუდამ იდეალურად გამოიყურებიან, მაშინაც კი, თუ საქმეზე ღამის 3 საათზე მიდიანimage

12. კომაში მყოფი გმირებიც კარგად გამოიყურებიან, შეიძლება თვეების მანძილზე არ გაიღვიძონ და ქალებს ზედმეტი თმაც არ ექნებათ სახეზე, მეტიც, ხანდახან მაკიაჟიც უსვიათ.image

13. კრიმინალურ ექსპერტებს დანაშაულის ადგილზე სულ არ აინტერესებთ დამცავი კოსტიუმები ან ხელთათმანებიimage

14. ცოლს გაშორებული მამაკაცები შვილებისთვის აპოკალიფსურ ფილმებში “წლის მამები" არიანimage

15. კოსმოსური ბრძოლები ყოველთვის ეფექტურიაimage

16. მდიდარ მამაკაცს უბრალო ქალი უყვარდება, რომელთანაც საერთო არაფერი აქვსimage


0
411
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0