ტკბილეული მანდარინის ქერქისა და კუმკვატის მურაბა ჯანმრთელობისთვის 2022, 9 თებერვალი, 4:23 მანდარინის ქერქს ბევრი დიასახლისი სანაგვე ყუთისკენ მოისვრის, რადგან არ იცის, რომ მისგან მზადდება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო მურაბა.
თუ მანდარინის 1 კგ ქერქს 1კგ შაქრის სიროპში 1 ღამე გააჩერებთ, შემდეგ კი 3 ჯერ წამოადუღებთ და გააცივებთ, მიიღებთ უგემრიელეს ნარინჯისფერ მურაბას, რომელიც სასარგებლოა რევმატიზმის, წითელი ქარის და ზოგადად ძვალსახსროვანი სისტემისთვის.
მანდარინი გაფცქვნამდე კარგად უნდა გაირეცხოს, უმჯობესია 1 საათი ცივ წყალშიც გააჩეროთ და შემდეგ გაფცქვნათ,
გულსისხლძარღვტა სისტემისთვის სასარგებლოა კუმკვატის მურაბა. თუმცა კუმკვატი საკმაოდ ძირადღირებული ციტრუსია თანამედროვე ბაზარზე, მაგრამ იგი თანდათან ადგილს იჭერს სხვა ციტრუსების გვერდით საქართველოს სოფლის მეურნეობაში, რაც იმედია მის ფასს ხელმისაწვდომს გახდის. 1 კგ კუმკვატი 1 კგ შაქრის სიროპში ზუსტად იმავე წესით უნდა მოხარშოთ, როგორც ზევით მანდარინის ქერქის მურაბაა აღწერილი. 155 1-ს მოსწონს
|