x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ხარის და ვერძის სათესლე ჯირკვლებისაგან თონეში და აღმოსავლურ უზარმაზარ ტაფაში მწვადის შეწვა

image ცოტა არ იყოს მომერიდა პირდაპირ სახელით დამეწერა მწვადის მასალის სახელი ისე, როგორც მას ახსენებენ საზოგადოებაში და ცოტა არ იყოს შემოვლით დავწერე პროდუქტის დასახლება.
ფეისბუქში წავაწყდი ვიდეოს რომელსაც აქ ავტვირთავ, ვფიქრობ სამარცხვინო და საცენზურო აქ არაფერია, ეს ზოგიერთბისათვის ჩვეულებრივი საკვებია, თან ხორცის ისეთი ნაწილი, სადაც ძვალს საერთოდ არ შეხვდებით.
ჯერ კიდევ უკრაინაში ვცხოვრობდით როცა ქალაქიდან სოფელში ბაბუას აგარაკისკენ მიმავალ გზაზე მამამ საგზაო რესტორანში შემიყვანა სასაუზმედ, ბუნებრივია მენიუ მოგვაწოდეს, რუსული და უკრაინული მშვენივრად ვიცოდი და როცა მენიუში ხარის სათესლე ჯირკვალი დავინახე წვნიანად მომზადებული ჯერ გამიკვირდა მერე კი სიცილი დავიწყე და მამას ვკითხე, ასე რომ წერია ეს მართლა ხარის სათესლე ჯირკვლებისგანაა დამზადებული მეთქი?
მამამ დამიდასტურა, კი ასეაო. შანსი არ იყო არც მაშინ და არც ახლა ეს პროდუქტი როგორი სახითაც იყოს მომზადებული გავსინჯო, მაგრამ როგორც ჩანს ყავს თავისი მომხმარებლები, რადგან საქართველოს ერთერთ კუთხეში სტუმრად მყოფი იქაურებს დავეხმარე უზარმაზარი ბუღას გაკოჭვაში, რომელიც დაკოდეს, მოჭრილი სათესლე ჯირკვლებიდან კი დიასახლისმა წვნიანი ხელდახელ მოამზადა, რომელიც ორად ორ ადამიანს არ გაგვისინჯავს.
ნახეთ თუ როგორ მზადდება სამწვადედ დასახელებული ხორცი და მერე თავად გადაწყვიტეთ გასინჯავთ როდისმე თუ არა, ისე რიკოთის უღელტეხილზე კარგა ხანს ფუნქციონირებდა კაფე, სადაც აღნიშნული ხორცისაგან სხვადასხვა დასახელების კერძს ამზადებდნენ, სწორედ კაფეზე არსებულ აბრაზე წარწერის გამო არ შევსულვარ შიგნით არასოდეს, რა იცი იქნებ ხორცის წვნიანსაც კი ამ მასალისგან ამზადებდნენ მანდა.

0
250
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
250