x
image
თეონა გორდეზიანი
„მე ვამჯობინებ წყალზე დამზადებულ ფაფებს, ბავშვისთვის ძროხის რძეზე დამზადებული ფაფა კატეგორიულად არ შეიძლება“- ინგა მამუჩიშვილი


image


პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ ბავშვებს რძეზე დამზადებული ფაფები არ შესთავაზონ:

„თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ფაფები გამოიყენება ოთხი თვის ასაკიდან. მე ვამჯობინებ წყალზე დამზადებულ ფაფებს, იმიტომ, რომ ალერგიის ეპოქაა. მით უმეტეს, ძროხის რძეზე დამზადებული ფაფა კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ, რომ ძროხის რძე შეიცავს ცილას, კაზეინს, რომელიც ძალიან რთულად მოინელება.“


„მშობლებს ხშირად ვეუბნები ხოლმე, როდესაც მისვამენ კითხვას: რატომ არა ძროხის რძე?! გასინჯეთ თვითონ ძროხის რძე და ნახავთ, როგორი დისკომფორტია, ​თუნდაც მეტეორიზმის თვალსაზრისით, არის გაზების დაგროვება, რომელიც ბავშვებს საშინელ დისკომფორტს უქმნის. ის ურთულესი ცილა კაზეინი, რომელსაც ტრანფორმირება სჭირდება ძალიან რთულად მუშავდება. ფაფების რძესთან ერთად მიცემა უფრო ართულებს ამ საკვების სტრუქტურას, რთულად შეწოვადი და მოსანელებელი ხდება, ის ხშირ შემთხვევაში ალერგიასაც იწვევს, “- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:momsedu.ge​

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0