საზოგადოება ,,თაღლითი თინდერიდან" - ვინაა თაღლითი ისრაელიდან, რომელმაც ქალებს მილიონობით დოლარი დასტყუა 2022, 8 თებერვალი, 15:46 უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში Netflix-ის ახალი ჰიტი -განიხილება, დოკუმენტური ფილმი "თაღლითი თინდერიდან" (The Tinder Swindler), მოგვითხრობს თაღლითის ისტორიას, რომელიც თავს ყველას აცნობდა, როგორც რეალური მილიარდერის ლევ ლევიევის შვილი და ამ ყალბი ისტორიებით სწორედ გაცნობის აპლიკაციის საშუალებით საკმაოდ სოლიდურ თანხებს ართმევდა გულუბრყვილო ქალებს. სოციალურ ქსელში შიმონ-იეჰუდა ჰაუტი წარმოშობით ისრაელის პატარა ქალაქიდანაა. ის თავს სიმონ (შიმონ) ლევიევად ასაღებდა, ჰოლდინგისა და საინვესტიციო კომპანიის მფლობელის შვილად, ასევე მსხვილ ქველმოქმედად. თავად ლევიევს ჰყავს ცხრა შვილი, ასე რომ, აშკარად ადვილი იყო საიმონისთვის მილიარდერის ბიოგრაფიაში მოხვედრა და არცერთ გოგონას ეს ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. სამაგიეროდფ შემდგომში ლევ ლევიევი იძულებული გახდა ოფიციალურად გაეკეთებინა კომენტარი მისი “ნათესავის" შესახებ. ჰაუტი ტინდერის აპლიკაციის საშუალებით გაიცნო გოგონებს, შესთავაზა შეხვედრა, მაგრამ მალე, სხვადასხვა საბაბით, მათგან ფულის გამოძალვა დაიწყო. თაღლითმა თქვა, რომ ალმასის ბიზნესი, რომელსაც მისი ოჯახი აწარმოებს, სახიფათო იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ასეთ ვითარებაში მან თითქოს ვერ გამოიყენა თავისი ანგარიშები და დახმარებისთვის გოგოებს მიმართა და თანხის უკან დაბრუნებას დაჰპირდა. მაგრამ ამის შემდეგ კი ქრებოდა მათი ცხოვრებიდან. ხშირად ის სხვა ქვეყანაშიც კი გადადიოდა, სადაც ახალ მსხვერპლებს პოულობდა და ისევ აბრუნებდა თავის სქემას. დღეს ჰაუტი ისევ თავისუფალი ადამიანია. უფრო მეტიც, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის ახალი გამდიდრების სქემით გამოვიდა. მამაკაცის რეპუტაცია, რომელიც ამჟამად 31 წლისაა, დიდად არც დაზარალებულა. მას ამჟამად არც ღია ანგარიშები აქვს სოციალურ ქსელში, მისი თინდერის ანგარიში დაბლოკილია, მაგრამ, ჭორების მიხედვით, ის ცხოვრობს თავის მშობლიურ ისრაელში და ადგილობრივი მოდელია. 117 შეფასება არ არის
|