x
5 მარტივი მეთოდი თმის გასაღიავებლად

5 მარტივი მეთოდი თმის გასაღიავებლად

თითქმის ყველა ქალს სურს თმის გაღიავება, თუმცა ქიმიური ჩარევით ამის გაკეთება, ძალიან სახიფათოა. ნატურალური პროდუქტები ნაკლებად აზიანებს თმას.
აქ ჩამოთვლილია მეთოდები მათთვის, ვისაც თმის გაღიავება სურს სახლის პირობებში-ძალიან მარტივად.
1. შეურიეთ ლიმონის წვენი თმის ბალზამს
გაწურეთ ლიმონი და დაუმატეთ ცოტა წყალი, რომელიც დაგეხმარებათ წვენის მჟავიანობის განზავებაში, გარდა ამისა, შეურიეთ კონდიციონერს ან ქოქოსის ზეთს დატენიანებისთვის. დაისხურეთ იგი მთელს თმაზე ან იმ კონკრეტულ ნაწილებზე, რომელთა გაღიავებაც გსურთ. შემდეგ გადით მზეზე დაახლოებით 30-45 წუთის განმავლობაში.
2. დაიტანეთ ვიტამინი C თმაზე
ვიტამინი C არის ეფექტური საშუალება თქვენი თმის გასაღიავებლად, ლიმონმჟავას წყალობით. დაამატეთ C ვიტამინი წყალში და სპრეის ბოთლის საშუალებით შეისხურეთ. C ვიტამინის წყალობით, თქვენი თმა კაშკაშა გახდება.
3. შეურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგის შერწყმა საცხობ სოდასთან, ქმნის პასტას, რომელიც თმას გაანათებს და ღია შეფერილობას მისცემს. ამ მეთოდის ცდისას, გამოიჩინეთ სიფრთხილე.
4. გააკეთეთ დარიჩინისა და თაფლის ნიღაბი
ერთ კოვზ დარიჩინს შეურიეთ ერთი კოვზი თაფლი და სულ ცოტა ზეითუნის ზეთი.დარიჩინი თაფლის გლუკოზის ოქსიდაზასთან ერთად წარმოქმნის ქიმიურ რეაქციას, რომელიც იწვევს თმის ფერის შეცვლას ერთი ან ორი ტონით. ნიღაბი გაიჩერეთ თმაზე 4 საათით.
5. გვირილის ნიღაბი
დაგჭირდებათ 2 ჭიქა წყალი, 5 გვირილის ჩაის პაკეტი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ჩაყარეთ გვირილის ჩაის პაკეტები წყალში და აადუღეთ. როდესაც ნახარში გაგრილდება, დაუმატეთ ლიმონის ან ლაიმის წვენი. დაელოდეთ სანამ საბოლოოდ გაცივდება.
დაიტანეთ მიღებული მასა თმაზე და გაიჩერეთ 1 საათით. ჩამოიბანეთ შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენებით. თუ თქვენი თმის ფერი ძალიან მუქია, ამ პროცედურის 2_3ჯერ გამეორება დაგჭირდებათ შედეგის მისაღებად.
0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0