ვარსკვლავები "ვალენტინობის" წინ მაქმანებიან საცვლებში გამოწყობილმა მოდელმა სიურპრიზი მოუწყო ფანებს (ფოტო-ვიდეო) 2022, 7 თებერვალი, 17:05 33 წლის ბრიტანელმა მოდელმა და ტელესახემ კრისტინ მაკგინესმა ზამთრის კვირა დღეს "სიცხე დაატრიალა", როდესაც მან მაქმანებიან ფერად საცვლებში გამოწყობილმა გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეორგოლი. 33 წლის მოდელი წარმოუდგენლად სექსუალურად გამოიყურებოდა, როდესაც "ვალენტინობის დღით" შთაგონებულმა, კორსეტი და გამჭვირვალე წინდები მოირგო. "ინსტაგრამზე" ლამაზმანმა ვიდეო გაავრცელა, სადაც მაცდურად ახდენს ფიგურის დემონსტრირებას. კრისტინმა თავისი უზადო ფიგურის დემონსტრიება ჯერ Pour Moi -ის წითელი ბიუსტჰალტერით და სტრინგით მოახდინა. სამი შვილის დედამ ასევე გააოგნა თაყვანისმცემლები შავი გამჭვირვალე საცვლებით, რომელიც მორთული იყო ყვავილების ორნემენტებით . მესამე კადრში, "ჩეშირის ნამდვილი დიასახლისების" ყოფილი ვარსკვლავი უკვე იასამნისფერ და შავი ფერების კომბინირებულ ნაკრებში წარსდგა . მოდელის ქერა მბზინავი წელამდე ჩამოშლილი კულულებში კიდევ უფრო ხაზს უსვამდა მის სექსუალობას, ხოლო გლამური მაკიაჟი აძლიერებდა მისი უნაკლო კანის ფერს. ქრისტინ მაკგინესი ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანია.ქორწინებამდე მისი სახელი იყო ქრისტინ მარტინი. მისი კარიერა სილამაზის კონკურსებში მონაწილეობით დაიწყო.მან მოიგო Miss Shared Wealth და Miss Liverpool-ის ტიტული 2007 წელს. გვირგვინის და ტიტულის მოპოვების შემდეგ, მისი სამოდელო კარიერა წინ წავიდა, იგი სხვადასხვა ბრენდის მოდელია. "მის ლივერპული" ასევე მონაწილებდა სხვადასხვა ტელეშოებში და სერიალებში. ლამაზმანს "ინსტაგრამზე" ნახევარ მილიონზე მეტი გამოწერი ჰყავს. 664 2-ს მოსწონს
|