x
8 მიზეზი თუ რატომ უნდა დალიოთ ყავა
8 მიზეზი თუ რატომ უნდა დალიოთ ყავა

აქ ჩამოთვლილია 8 მიზეზი, რის გამოც ყავის დალევა იმაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
1. ყავა არის ჯანსაღი ანტიოქსიდანტების ძლიერი წყარო.
სინამდვილეში, ყავა უფრო მეტ ანტიოქსიდანტურ აქტივობას ავლენს, ვიდრე მწვანე ჩაი ან კაკაო. მეცნიერებმა დაადგინეს დაახლოებით 1000 ანტიოქსიდანტი დაუმუშავებელ ყავის მარცვლებში და ასობით სხვა ყალიბდება ადუღების პროცესში.
2. კოფეინი უზრუნველყოფს მოკლევადიანი მეხსიერების გაძლიერებას.
როდესაც მოხალისეთა ჯგუფმა მიიღო 100 მილიგრამი კოფეინის დოზა, დაახლოებით ამდენივეს შეიცავს ერთი ფინჯანი ყავა, ავსტრიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს მოხალისეების ტვინის აქტივობის ზრდა, რომელიც გაზომილია ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების საშუალებით.მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ კოფეინირებული მოხალისეების მეხსიერების უნარი და რეაქციების დრო ასევე გაუმჯობესდა. როგორც ჩანს, კოფეინი გავლენას ახდენს ტვინის კონკრეტულ უბნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე ყავა აძლიერებს მოკლევადიან მეხსიერებას, თუმცა უცნობია რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი.
3.ყავა სასარგებლოა თქვენი გულისათვის.
ჰოლანდიურმა კვლევამ, რომელიც აანალიზებდა 37000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს 13 წლის განმავლობაში, აჩვენა, რომ ყავის ზომიერად მიღებისას, გულის დაავადების რისკი 20%-ით იკლებს. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ყავას შეუძლია ხელი შეუწყოს გულის ჯანმრთელობას, ანთებით გამოწვეული არტერიული დაზიანებისგან დასაცავად. მამაკაცები, რომლებიც სვამენ ყავას, შესაძლოა პროსტატის აგრესიული კიბოს განვითარების რისკის ქვეშ იყვნენ. გარდა ამისა, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ დღეში ოთხი ან მეტი ფინჯანი ყავის დალევა ამცირებს ენდომეტრიუმის კიბოს რისკს ქალებში 25 პროცენტით იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც დღეში ერთ ფინჯანზე ნაკლებს სვამენ. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს კავშირი ყავის რეგულარულ დალევასა და ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის კიბოს დაბალ სიხშირეს შორის. პოლიფენოლებმა, ანტიოქსიდანტურ ფიტოქიმიკატებმა, რომლებიც ნაპოვნია ყავაში, აჩვენეს ანტიკარცინოგენული თვისებები რამდენიმე კვლევაში და როგორც ვარაუდობენ, ყავა ხელს უწყობს ანთების შემცირებას, რომელიც შეიძლება იყოს პასუხისმგებელი სიმსივნეზე.
5.ყავამ შეიძლება შეამციროს დიაბეტის განვითარების რისკი.
კვლევები ვარაუდობენ ყავის დალევასა და დიაბეტის რისკის შემცირებას შორის კავშირს. 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მცირდება 7 პროცენტით ყოველ ფინჯან ყავაზე. წინა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მოყვარულებს (მათ, ვინც რეგულარულად სვამს ოთხ ან მეტ ფინჯანს დღეში) შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი 50 პროცენტით ნაკლები აქვთ. მეცნიერები თვლიან, რომ ყავა შეიძლება სასარგებლო იყოს დიაბეტის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე გზით: ეხმარება ორგანიზმს ინსულინის გამოყენებაში და იცავს ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს, რაც უზრუნველყოფს სისხლში შაქრის ეფექტიან რეგულირებას. აღმოჩნდა, რომ ყავის ერთი კომპონენტი, რომელიც ცნობილია როგორც კოფეინის მჟავა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილის არანორმალური დეპოზიტების ტოქსიკური დაგროვების შესამცირებლად.
6. თქვენს ღვიძლს უყვარს ყავა.
გარდა იმისა, რომ ყავა ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს, მისი მოხმარება დაკავშირებულია ციროზის, განსაკუთრებით ალკოჰოლური ციროზის დაქვეითებასთან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს საპირისპირო კავშირი ყავის დალევასა და ღვიძლის ფერმენტების დონეს შორის. ღვიძლის ფერმენტების ამაღლებული დონე, როგორც წესი, იწვევს ღვიძლის ანთებას და დაზიანებას.
7. ყავას შეუძლია გააუმჯობესოს ვარჯიშის პროცესი.
ყავა გეხმარებათ დაღლილობასთან ბრძოლაში, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო დიდხანს ივარჯიშოთ. კოფეინი არა მხოლოდ ებრძვის დაღლილობას, არამედ აძლიერებს კუნთების შეკუმშვას, ამცირებს ვარჯიშის დროს ტკივილის აღქმას და ზრდის ცხიმოვან მჟავებს სისხლში, რაც ხელს უწყობს გამძლეობას.
8.ყავა აფერხებს დეპრესიას
მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის დალევა დეპრესიის დაქვეითებას იწვევს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. უხეშად, რომ ვთქვათ, ყავის მსმელ ადამიანებს, როგორც ჩანს, აქვთ დეპრესიის ყველაზე დაბალი რისკი (20 პროცენტამდე). კოფეინი ააქტიურებს ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც აკონტროლებენ განწყობას, მათ შორის დოფამინსა და სეროტონინს.
0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0