სისხლის სამართალი ჯაზ კლუბში მომხდარი სისხლიანი გარჩევა კესარია აბრამიძეს უკავშირდება 2012, 17 სექტემბერი, 10:46 ცნობილი ტრანსსექსუალი, კესარია აბრამიძე, ღამის კლუბების ხშირი სტუმარია. მისი ორიენტაცია ყველასთვის ცნობილია. ზოგს ეს აღიზიანებს, ზოგისთვის კი ალბათ მისაღებია. იგი თავდაჯერებული ქალის როლს კარგად ირგებს. ქართველი ბიჭებიც ამ ეკზოტიკურ არსებასთან ერთად იღებენ ღამის კლუბებში სურათებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 12 სექტემბერს, ჯაზ კლუბში, ახვლედიანის ქუჩაზე, მოხდა სისხლიანი გარჩევა. ამ ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზად კესარიას ასახელებენ, ხოლო მეორე მიზეზად "თავანის " არ ჩაბარებას. კლუბში შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც ორი ახალგაზრდა, გიგა ჩიქვინიძე და ბახტირ აივაზოვი დაიჭრნენ. ერთი გულმკერდის არეშია დაჭრილი, მეორე კი სახის არეში, მესამემ კი ტვინის შერყევა მიიღო. ცნობილი არის ეჭვმიტანილიც, გიორგი ბეჟაშვილი, რომელიც შემჩნეული იქნა, რომ კესარიას ეჩხუბებოდა და დაზარალებული ახალგაზრდები მას გამოექომაგნენ. ეჭვმიტანილი დაკავებულია და საქმეს იძიებენ. მას სამი წლით პატიმრობა ემუქრება. 385 4-ს მოსწონს
|