საქართველო "გვარამია, ყველა ტყუილი და სიბინძურე ისევ თქვენ დაგაზიანებთ, კახა კალაძეს კი მხოლოდ გააძლიერებს" - ვლადიმერ ბოჟაძე 2022, 6 თებერვალი, 17:49 თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც თბილისის მერს, კახა კალაძის ქონებას შეეხებოდა და წერს: “ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ტელევიზია აგრძელებს სიცრუის და დეზინფორმაციის ტირაჟირებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცდილობს მთელ მსოფლიოში ასიათასობით მოზარდისა და ახალგაზრდისთვის სამაგალითო სპორტსმენის და პოლიტიკოსის კახა კალაძის იმიჯის შელახვას. კაცს რომელსა, 2012 წლიდან ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, არც ერთ თანამდებობაზე ყოფნის დროს 1 თეთრი აუღია ხელფასის სახით, მეტიც მხოლოდ 2021 წელს 330 000 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა აბრალებენ, რომ 2012 წლის მერე გამდიდრდაო ყოჩაღ გვარამია, მასე გააგრძელე, ყველა ტყუილი და სიბინძურე ისევ თქვენ დაგაზიანებთ, კახა კალაძეს კი მხოლოდ გააძლიერებს. #გელოდებითარჩევნებზე2024 #გელოდებითარჩევნებზე2025" -წერს ბოჟაძე. კალაძის ქონება 40 მილიონს აჭარბებს - მდიდარი მერის მანქანები, სახლები, ბინები კიევში, ნახატები-ასეთი სათაური გამოაქვეყნა გუშინ "მთავარმა არხმა" კახი კალაძეზე ტელესიუჟეტი.
"პორშე 911" - 150 ათასი დოლარი, "ტესლა"- 40 ათასი დოლარი, თანამედროვე მოტოციკლი, 35 ათას ლარი და მილიონობით დოლარი და ევრო უცხოური ბანკების ანგარიშებზე - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია თბილისის მერის დეკლარაციიდან, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება-იუწყება ტელეარხი.
186 4-ს მოსწონს
|