x
image
ქეთეონე
"ივანიშვილის ნოტარიუსები და თავისუფლება მიშას!"

"სასამართლოზე შევდივარ იმის სათქმელად, რომ ესენი არიან ივანიშვილის ნოტარიუსები და თავისუფლება მიშას!" - დავით კირკიტაძე.

image

რუსთავის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის პროცესი იწყება. ის სასამართლოში უკვე მივიდა.

პარალელურად, შენობასთან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს საქმე პოლიტიკური დევნის მორიგი მაგალითია.

"მე შევდივარ ახლა სასამართლო დარბაზში ღიმილით, იმიტომ, რომ ყველამ იცოდეს, ყველა მოქალაქემ, "ქართულ ოცნებას" ამის მეტის გაკეთება არ შეუძლია, დასაცინები არიან. მადლობელი ვარ ამ ხალხის, რუსთაველების. მათ მხარი დაგვიჭირეს, დაამარცხეს "ქართული ოცნება" და პასუხი იყო ეს, რომ აღძრეს ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. თქვენ იცით, რომ საკრებულოში ჩვენმა 16-მა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ზეწოლა იყო მათზე, ოცნებას არ მისცა საშუალება, რომ ერთპიროვნულად ემართა ეს ქალაქი. აქ ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ კონკრეტული საქმეების კეთებას რუსთაველებისთვის. სასამართლოზე შევდივარ ერთი რამის სათქმელად, რომ ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსები და თავისუფლებას მიშას", - თქვა დავით კირკიტაძემ.


ცნობისთვის, საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0