x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სიცილი არ გაბედოთ! - ავლიპ ზურაბაშვილის სახალისო ისტორიები
image

ყველაზე ცნობილი ქართველი ფსიქიატრის, პროფესორის და აკადემიკოსის ავლიპ ზურაბაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათეული წელია გასული, თუმცა მისი კოლორიტული იმიჯის და საუბრის მანერის წყალობით საზოგადოებაში დღესაც აქტიურად ცოცხლობს მისი კულტი. დღესაც ხშირად გაიგონებთ ხალხში დამკვიდრებულ ტერმინებს "ავლიპასთანაა სამკურნალო", " ავლიპას პაციენტია"და ა. შ. საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება კურიოზული და სასაცილო ისტორიები ავლიპი ზურაბაშვილის გარშემო, თავადაც ისიც ხომ არა მარტო სულიერად დაავადებულთა მკურნალი, არამედ საკმაოდ კარგი იუმორის პატრონიც იყო.


***იყო ასეთი კაცი დიმიტრი გელაშვილი, სიღნაღის რაიკომის მდივანი. ავლიპ ზურაბიშვილი მისულა მასთან და უთხოვია: ვასილ მჟავანაძესთან მიმყევი, სათხოვარი მაქვსო, მიყვა რაიკომის მდივანი ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან. მჟავანაძეს კარგად მიუღია. რა საქმეაო? რა და ბოდბისხევში საგიჟეთი ააშენეთო და ამოუღია საგიჟეთის შენობის პროექტი. უზარმაზარი შენობა თავისი ბაღით. მჟავანაძეს უთქვამს: ბატონო ავლიპ, ბოდბისხევისათვის დიდი არ არისო? რას ამბობთ ამხანაგო ვასილ, ბოდბისხევში მარტო გელაშვილებს არ ეყოფა, სუყველა გიჟიაო. მჟავანაძეს დიმიტრი გელაშვილისათვის შეუხედავს, გელაშვილს კი ოფლმა დაასხა.



***


ერთხელ ჰკითხეს, რამდენი ფსიქიატრიული დაწესებულება არსებობს საქართველოშიო. ორი – სტაციონარული და მოძრავიო, – უპასუხა. მოძრავი რომელიღააო. მატარებელი – „მახარაძე-თბილისი!“ – უპასუხა მეცნიერმა.

imageფოტოზე-სესილია თაყაიშვილი, ავლიპ ზურაბაშვილი და ლეილა აბაშიძე


***

ერთხელ, ავლიპმა ერთ მეწაღეს უმკურნალა და გაწერეს. ბატონო ავლიპ, დიდი მადლობა დახმარებისთვის, მეც მინდა, რაღაცით გცეთ პატივი და, თუ შეიძლება, თქვენი ფეხის ზომა მითხარით, ფეხსაცმელი უნდა შეგიკეროთო. ავლიპმაც უთხრა თავისი ფეხის ზომა. უკაცრავად, კიდევ მაქვს კითხვა, – უთხრა მეწაღემ, – ქუსლი წინ გავუკეთო თუ უკანო?“



***

"ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ პალატაში ერთ პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:

– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?

– რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.

– რათა, რა მოხდა?

– გადამრევენ ეს ქალები (ეტყობა, ამ „პროფილით“ მოხვდა სტაციონარში)!

– რაო, რა უნდათ?

– მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია?

– რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბო?

– კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ... ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან... აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?!

ავლიპმა ცოტა ხანში „გამოსავალი იპოვა“.

– კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შეგენაცვლები, გაიგე შენა?

– აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა.

– შენ როგორ ხარ? – ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას.

– ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!..

აბა, ანალოგს რაღა მოფიქრება უნდოდა?

– მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.

– მართლა? – ამოისუნთქა ჟორჟიკამ.

– ჰო, მართლა, მართლა... თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! – გამოერკვა მაშინვე, – ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... – წამოხტა და გავარდა პალატიდან“.


imageფოტოზე:მარინე თბილელი, ავლიპი ზურაბაშვილი, ვასო გოძიაშვილი



***

ცნობილია, რომ ავლიპ ზურაბაშვილი კრემლის არაოფიციალურ კონსულტანტ-ფსიქიატრიც იყო.

მის პაციენტთა შორის ქვეყნის იმდროინდელი ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვიც ყოფილა, რომელიც ალკოჰოლური ფსიქოზით იტანჯებოდა.

ქმრის სამკურნალოდ, ზურაბაშვილი ხრუშჩოვის მეუღლემ შეარჩია. თურმე, ცკ-ს მდივანს ავლიპ ზურაბაშვილის ულვაშები სტალინს აგონებდა და ფსიქიატრისთვის მათი გაპარსვა მოუთხოვია, რაზედაც კატეგორიული უარი მიუღია.

ზურაბაშვილმა თავისი ცნობილი ულვაში მეუღლის, შვედი ელენე ლუნდის რჩევით მოუშვა და ცკ-ს მდივნის რჩევით მის გაპარსვას ვერ დასთანხმდებოდა.



***

დავით ზურაბაშვილის მოგონებებიდან: „პაპა დეპუტატი იყო და ხშირად ესწრებოდა პარტიულ კრებებს. ერთ-ერთ შეკრებაზე თქვა - ჩვენი პარტია ბოლოკს მაგონებსო. ფსიქიატრიაო, იფიქრეს და ყველას გაეცინა, მერე ჰკითხეს, - რატომო. გარედან წითელია და, რომ გაჭრა, შიგნიდან სულ თეთრიაო. გაქანებული კომუნისტების პერიოდი იყო, მაგრამ მისთვის ამის თქმა შეიძლებოდა".

imageფოტოზე: ავლიპ ზურაბაშვილი და იოსებ ნონეშვილი



***

"ერთხელ, 1980-იან წლების დასაწყისში ავლიპ ზურაბაშვილი გამოიყვანეს ტელევიზიით წინასაახალწლოდ :


"საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი პროგრესი მაიტანაო. აი, რევოლუციამდე მხოლოდ ერთი საგიჟეთი იყო საქართველოში და ახლა - 17 საგიჟეთი გვაქვსო"


imageფოტოზე: გოგო ცაბაძე, ირაკლი აბაშიძე, ავლიპ ზურაბაშვილი

***

ამბობენ ერთხელ თურმე ფსიქიატრიულში ავადმყოფებმა ოთახში ჩაკეტეს და ფანჯრიდან გადაგდებას უპირებდნენო, ბატონ ავლიპს უთქვამს, თქვენ რა გითხარითო ფანჯრიდან გადაგდებას რა უნდაო აბა მიდით ქვევით ჩამიყვანეთ და ქვევიდან ამაგდეთო ფანჯარაში, იმათაც მართლა გაუყვანიათ გარეთ და ცხადია მაშინვე გაიუთოკავთ, ასე გადარჩენილა ბატონი ავლიპი.



***

1978 წელს, მე მყავდა პაციენტები ლერი და მერი (პირობით სახელებით) ერთ მშვენიერ, მზიან დღეს ორივე კლინიკის ეზოში დასეირნობდა. როცა ისინი საცურაო აუზს მიუახლოვდენენ, მოულოდნელად ლერი ჩახტა შიგნით და ჩაიძირა. მერი მაშინვე თავით გადაეშვა მის გადასარჩენად. ის ჩაცურდა აუზის ფსკერისკენ და მეგობარი ამოიყვანა.

როგორც კი შევიტყვე მერის გმირული საქციელის შესახებ, საავადმყოფოდან მისი დაუყოვნებელი გაწერის ბრძანება გავეცი, რადგანაც ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ის უკვე კარგად იყო.

გაწერისას მერის ვუთხარი:

„ჩვენ კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს თქვენთვის. კარგი ისაა, რომ საავადმყოფოდან გიშვებთ, რადგანაც შეძელი გადახტომა და სხვა ადამიანის გადარჩენა. დავრწმუნდით, რომ ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა გაქვთ და მენტალურად სტაბილური ხართ. ცუდი კიდევ ის არის, რომ ის პაციენტი თქვენ რომ გადაარჩინეთ, სააბაზანოში ჩამოეკიდა და ამის მერე მოკვდა.“

მერიმ ამაზე მიპასუხა:

„ექიმო, ლერი თავისით არ ჩამოეკიდა, მე ჩამოვკიდე იქ გასაშრობად.“

imageფოტოზე: ჯუმბერ პატიაშვილი და ავლიპ ზურაბაშვილი



***უნივერსიტეტში კომკავშირის კონფერეცია იყო.ბევრი ცნობილი სახეც ესწრებოდა, იყო ბატონი ავლიპიც, ერთმა თავხედმა მოკომკავშირელო ვიღაცამ კითხა ბატონო ავლიიპ პაციენტები როგორ გყავთო, მადლობთ ყმაწვილო კარგად არიან, თქვენ რატომ დაგვივიწყეთო!!!



1
2792
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2792
  
2022, 13 თებერვალი, 15:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1