x
მეტი
  • 11.10.2024
  • სტატია:137559
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511446
ფაქტები სუიციდზე

image























✘ მსოფლიოს გარშემო უფრო მეტი ადამიანი კვდება სუიციდით, ვიდრე მკვლელობით, ომითა და ავარიით ერთად.

✘სიტყვა "სუიციდი" ლათინური წარმოშობისაა: "Sui" - საკუთარ თავს, ხოლო "Cidium" - მოკვლას ნიშნავს.

✘ 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის სუიციდი სიკვდილის მე-3 ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

✘ ყოველ წელს 65, 000 10-დან 14 წლამდე ბავშვიდან 1 კვდება სუიციდით.
✘ ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს: კლეოპატრა, ბრუტუსი, ზიგმუნდ ფროიდი, ვირჯინია ვულფი, ადოლფ ჰიტლერი, ერნესტ ჰემინგუეი, ვინსენტ ვან გოგი, ჯეკ ლონდონი, დილან ტომასი, სოკრატე, პილატე და ბევრი სხვა. ვარაუდების მიხედვით სუიციდის მსხვერპლნი გახდნენ აგრეთვე ელვის პრესლი და მერლინ მონრო.

✘ ყოველ დღე, დაახლოებით 95 ამერიკელი კვდება სუიციდით, დაახლოებით 2370 მათგანს კი აქვს თვითმკვლელობის მცდელობა.

✘ყოველ წელს 4, 000-ზე მეტი 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდა კვდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

✘ ყველაზე გავრცელებული მიზეზი სუიციდისა არის დეპრესია.

✘ ჩინეთში, ყოველ 2 წუთში ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, რაც 1 წელიწადში 250, 000-დან 300, 000-მდე სუიციდით გარდაცვლილი ადამიანის მიზეზი ხდება.

✘ კავკასიელებში სუიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე ამერიკელებსა და ევროპელებში.

✘ თავის ჩამოხრჩობა სუიციდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
✘ მიუხედავად იმისა, რომ ქალებში სუიციდის მცდელობა 3-ჯერ მეტია ვიდრე კაცებში, სუიციდით გარდაცვლილი კაცების რაოდენობა 3-ჯერ მეტია ვიდრე ქალების.

✘ უფრო დიდი შანსია, რომ ადამიანი, რომელსაც სუიციდით გარდაცვლილი ოჯახის წევრი ჰყავს, მიმართავს თვითმკვლელობას, ვიდრე ის, ვისაც არ ჰყავს.

✘ პირველი წერილი, რომელიც თვითმკვლელობამდე დაიწერა ნაპოვნია ეგვიპტეში 4, 000 წლის წინ. მასში ადამიანი აღწერს, თუ როგორი მტკინვეულია მისი არსებობა და როგორი მიდრეკილებები აქვს მას სიკვდილისკენ.

✘ 10 სექტემბერი სუიციდისგან თავის დაღწევის საერთაშორისო დღეა.

✘ 10-დან 35%-მდე ადამიანები, რომლებიც მიმართავენ სუიციდს, ტოვებენ გამოსამშვიდობებელ წერილს.

✘ სან ფრანცისკოს ხიდიდან, რომელიც "Golden Gate Bridge"-ს სახელით არის ცნობილი თავი მოიკლა ადამიანმა, რომელმაც შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა: "მე ვაპირებ, რომ გავისერნო ხიდზე. თუ ამ დროის განმავლობაში 1 ადამიანი მაინც გამიღიმებს, აღარ გადავხტები".
✘ სუიციდს ყველაზე ხშირად ორშაბათს მიმართავენ, ხოლო ყველაზე იშვიათად შაბათს.

✘ 5-დან 4 ადამიანს, რომელიც სუიციდით კვდება, მანამდეც ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა.

✘ ალკოჰოლიზმი ადამიანების 30%-ს უბიძგებს თვითმკვლელობისკენ.

✘ ახალგაზრდები ხშირად სუიციდს ეთნიკური და რასობრივი დევნის გამო მიმართავენ!

✘ სტატისტიკამ აჩვენა, რომ გაზაფხულზე სუიციდით დაღუპულთა ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა სეზონებზე.

✘ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისთვის, სუიციდი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

✘ 10 სექტემბერს (სუიციდისგან თავის დაღწევის დღეს) ადამიანები მაჯაზე იწერენ "Love"-ს, რაც თანაგრძნობის გამომხატველი ნიშანია ყველასთვის, ვისაც ოდესმე უცდია თვითმკვლელობა.

წყარო : angel.ge


1
262
2-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
262
  
2012, 17 სექტემბერი, 15:31
საინტერესოა..
0 1 1