x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გამოიყურება 100 კალორია სხვადასხვა პროდუქტის მაგალითზე
წონის შენარჩუნება, დაკლება თუ მომატება ენერგეტიკულ ბალანსზეა დამოკიდებული. თუ საკვებით მიღებული ენერგია ჩვენს დანახარჯს აღემატება, წონას მოვიმატებთ, თუ ჩამოუვარდება- დავიკლებთ. ასე რომ, საკვების ენერგეტიკული ღირებულებისა და ჩვენი დანახარჯის გამოთვლა დიეტის აუცილებელი ნაწილია. ამისთვის კი, ბუნებრივია, საზომი ერთეული, ამ შემთხვევაში კალორია გვჭირდება.



image




საკვები არის ენერგიის წყარო, ერთგვარი საწვავი ჩვენი ორგანიზმისთვის. როცა უფრო მეტს ვიღებთ ვიდრე ვხარჯავთ, ის გადადის „რეზერვში“ ცხიმის სახით. თითოეული პროდუქტი: ხორცი, კომბოსტო, ღვინო და სხვა, შეიცავს სხვადასხვა რაოდენობის „ენერგიას“. საჭირო ხდება ამ ენერგიის რაოდენობის დათვლა, რისთვისაც შემოღებულია ერთეული, კილოკალორია (1 კილოკალორია - 1000 კალორია). ცალკე ეს სიტყვა არაფრისმთქმელია, ასი კილოკალორია ბევრია თუ ცოტა? გასაგები ენითრომვთქვათ, გაუხარჯავი ასი კილოკალორია გარდაიქმნება 11 გრამ ცხიმად.






უნდა გავითვალისწინოთ ასევე ხშირად გაგონილი, “ნივთიერებათა ცვლა”. რას ნიშნავს „ნივთიერებათა ცვლა“ და როგორაა ეს დაკავშირებული წონის მატებასთან? ადამიანის ორგანიზმი, როგორც წესი, თანაბარი რაოდენობით ითვისებს კალორიებს მიღებული პროდუქტიდან. განსხვავება იმაშია, რომ ხალხის ერთი ნაწილის ორგანიზმი გარდაქმნის მიღებულ კალორიებს ცხიმად, ნაწილი კი არ ინახავს და წვავს მას სითბოს გამოსაყოფად. ამ მოვლენას თავისი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს და დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის მუშაობასთან.





თუ ხართ დიეტას და ითვლით კალორიებს, დღევანდელი სტატია არსებითად დაეხმარება ამ საქმეს. ტელეარხის «Food Network» ექსპერტებმა სხვადასხვა ჯანსაღი პროდუქტის მაგალითზე აჩვენეს, როგორ გამოიყურება ჯანსაღი საკვები, რომელიც შეიცავს 100 კალორიას.




როგორ გამოიყურება 100 კალორია სხვადასხვა პროდუქტის მაგალითზე




1. ბროკოლის 9 ცალი პატარა ტოტი. (100 კალორია)image




2. მოხარშული კარტოფილი. (100 კალორია)image




3. ჟოლო 100 ცალი. (100 კალორია)image




4. სატაცური 31 ცალი ღერი. (100 კალორია)image




5. მშრალი ყველი 60 გრ. (100 კალორია)image




6. ბოლოკი 100 ცალი. (100 კალორია)image




7. უმარილო კრეკერი 21 ცალი. (100 კალორია)image




8. ნიორი 22 კბილი. (100 კალორია)image




9. წითელი ლობიოს 82 ლებანი. (100 კალორია)image




10. სტაფილო პაწაწუნა 28 ცალი. (100 კალორია)image




11. ბრიუსელის კომბოსტო 12 ცალი. (100 კალორია)image




12. მოხალული მიწის თხილის შუაზე გაყოფილი 15 ცალი. (100 კალორია)image




13. ლეღვის 5 ცალი ჩირი. (100 კალორია)image




14. ქიშმიში 50 ცალი. (100 კალორია)image




15. გამშრალი პომიდორი 20 ცალი. (100 კალორია)image




16. მწვანე ლობიო 20 ცალი ღერი. (100 კალორია)image




17. შავი ყურძნის 33 მარცვალი. (100 კალორია)image




18. კარგად მოზრდილი 13 ცალი კრევეტი. (100 კალორია)image





0
162
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0