x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფაბრიკაში გასაუბრებაზე მისული ორსული გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა
image

უმიდა ნაზაროვა მხოლოდ შვიდი კვირის ორსული იყო, როდესაც მისი თმა დაზგამ ჩაითრია იმ დროს, როდესაც ფაბრიკაში გასაუბრებაზე მივიდა სამსახურის შოვნის მოტივით.


ბელარუსში, ქალაქ ბორისოვოს ფაბრიკაში გასაუბრებაზე მისული ორსული გოგონა საკუთარმა თმამ მოახრჩო, რის შემდეგაც გარდაიცვალა.



21 წლის უმიდა ნაზაროვამ ბორისოვში, ფაბრიკა «Свармет»ში სამსახურის შოვნის საბაბით მიაკითხა, გასაუბრების შემდეგ გოგონას საამქროების დათვალიერება შესთავაზეს, რა დროსაც გოგონას გაშლილი გრძელი თმები დაზგამ ჩაიხვია, რომელიც მავთულებს და ელექტროდებს ამზადებდა.


image

გოგონას თმა ყელზე მარყუჟივით შემოეხვია, რის გამოც თავის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო, იმ დონეზე, რომ სკალპი ააგლიჯა.


იგი გარდაიცვალა 20 დღის შემდეგ, ისე რომ გონზე არც მოსულა. ახალგაზრდა ქალი მანამდე გამყიდველად მუშაობდა და იგი ახალ სამუშაოს ეძებდა.

image

გოგონას დედა ოლგამ განაცხადა: „ექიმის თქმით, უმიდას ყელი დაუზიანდა. თმები ყელზე შემოიხვია და მექანიზმმა ჩაიხვია. სკალპი რომ არ აძრობოდა, ადგილზევე საკუთარი თმა გაგუდავდა“.

image

მამამის დიმიტრის თქმით, უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული, რაც მისი ქალიშვილის დაღუპვის მიზეზი გახდა: ”მათ ორი სიცოცხლე შეიწირეს, ის შვიდი კვირის ორსული იყო. როცა დაინახეს, რომ გრძელი თმა ჰქონდა, რატომ არ მისცეს რამე თმის დასაფარად?”

image

ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც იძიებს ინციდენტს, განაცხადა: ”თანამშრომელმა, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ მუშაობდა დაზგა, შეჩერდა და ჟურნალში ჩანაწერი გააკეთა, როდესაც მოტრიალდა, დაინახა, რომ ქალი უკვე იატაკზე ეგდო, უგონო მდგომარეობაში".

image

1
835
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
835
  
2022, 5 თებერვალი, 14:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1