x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ღმერთო, ნუ დამაჯერებ, რომ ქვეყნის 70% გამოკვალიაშვილებულია და…” - რას წერს ნუგზარ სულაშვილი

image


"AFG"-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი მომღერალ ეკა კვალიაშვილის კორონავირუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის აზრითაც ვირუსს მიზანმიმართულად თვითმფრინავების დახმარებით ავრცელებენ და მათ 25 წელია მთელ მსოფლიოს თავზე აყრიან:


"ღმერთო, ნუ დამაჯერებ, რომ ქვეყნის 70% გამოკვალიაშვილებულია და თუ გინდა "ხიმ-ტრაილერი" მესროლე", – წერს სულაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება მომღერალმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის პრაიმტაიმში" სტუმრობისას განაცხადა. ვირუსის გავრცელების კვალიაშვილისეულ ვერსიას ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნულზე გაოცება ვერ დამალა და ის, მისივე პოზიციის გამო გააკრიტიკა რასაც კვალიაშვილის გაღიზიანება მოჰყვა:


"სიტყვები შეარჩიე, როცა ელაპარაკები ქალბატონს და მით უმეტეს ჩემნაირ ქალბატონს" - ასეთი პასუხი გასცა "შეურაცხყოფილმა" მომღერალმა ნეიროქირურგ ედიშერ მაღალაშვილს კორონავირუსის გავრცელების მისეული ვერსიის გაკრიტიკებისთვის.




0
208
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
208