x
"რა მომწონს და რას ავიღებდი თითოეული ზოდიაქოს ნიშანისგან?!" - მიხეილ ცაგარელი

რა მომწონს და რას ავიღებდი თითოეული ზოდიაქოს ნიშანისგან-მიხეილ ცაგარელი
"ამ ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, რომელი ზოდიაქოს ნიშანი მინდა, რომ ვიყო, რომელს ავირჩევდი. მე ვპასუხობ ხოლმე, რომ არ მინდა რომელიმე ცალკეული ნიშანი, რადგან კარგად ვიცნობ მათ და ვიცი თითოეული მათგანის პლიუსები და მინუსები, მე სიამოვნებით ვიქნებოდი მათი სინთეზი.


მაგალითად, სიამოვნებით ავიღებდი ვერძისგან უშიშარ, მებრძოლ ხასიათს, იგი მეომარია, უკან არ იხევს და კბილებით იცავს საკუთარ პოზიციას.


კუროსგან ავიღებდი ერთგულების ფაქტორს, ყველაზე ერთგული ნიშანია და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ტყუპებისგან ავიღებდი კომუნიკაბელურობას და ბრწყინვალე ორატორულ მონაცემებს. შავზე თეთრის დამტკიცება ვის შეუძლია? რა თქმა უნდა ტყუპებს. ამასთან ერთად, ძალიან მარტივად ითვისებენ უცხო ენებს, კონტაქტში უპრობლემოდ, კომპლექსების გარეშე შედიან. ეს გენიალურია.


კირჩხიბისგან ავიღებდი საოცარ ინტუიციას და სამშობლოს პატრიოტიზმის გრძნობას. ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.


ლომი - იმპერატორთა ნიშანი, რომელსაც ჩვენ, ასტროლოგიაში, ვეძახით სიყვარულის სიმბოლოს. ყველაზე ძლიერი, ყველაზე ჭეშმარიტი სიყვარული იცის ლომმა. ლომი ყოველთვის უშვებს სიყვარულს გულთან, ტყუპებისგან განსხვავებით, ის ტვინით მოქმედებს.


ქალწულისგან ავიღებდი მის ორგანიზებულობას, დისციპლინას და საოცარ შრომისუნარიანობას. ქალწულისთვის ყველაფერი თავის ადგილზეა, რაც ძალიან კარგია.


სასწორისგან რას ავიღებდი -აუცილებლად მის დიპლომატიურობას, ელეგანტურობას და კომპრომისებზე წასვლის უნარს.მე ყველას ვეუბნები, პოლიტიკოსებსაც კი, გაქვთ რთული მოლაპარაკებები? გაუშვით სასწორი-მშვიდობიანად, ლამაზად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე მოილაპარაკებს. გენიოსია ამ სფეროში.


მორიელისგან ავიღებდი ძალიან კარგ ორგანიზატორულ მონაცემებს, ინტუიციაც აქვს და ბრძოლისუნარიანობაც.


მშვილდოსანისგან აუცილებლად ავიღებდი გონებამახვილობას და რაც მთავარია მის ოპტიმიზმს. ისინი დაბადებულები არიან ოპტიმიზმისთვის. პოზიტიურ განწყობას აგზავნიან კოსმოსში და უკან უბრუნდებათ, ეს ძალიან მხიბლავს.


თხის რქა - თხის რქა არის რკინა და ბეტონი. არასოდეს არ ტყდება. ეს ნიშანი არის არ ნახული მოთმინების მატარებელი და თავისი ნებისყოფით აღწევს ყველაფერს.


რაც შეეხება მერწყულს, მერწყულზე ამბობენ, რომ ათი წლით უსწრებს მოვლენებს. ანუ იმას, რასაც იგი ახლა ხვდება, ჩვენ მივხვდებით ათი წლის შემდეგ. მერწყულების 60% ნობელის პრემიის ლაურეატები არიან.


თევზები - ყველაზე ადამიანური, ყველაზე გულმოწყალე, ყველაზე ქველმოქმედი. ამის გამო იგი ხშირად იჩაგრება. ავიღებდი მისგან შემოქმედებითი ნიჭის არნახულ უნარს", - ამბობს მიხეილ ცაგარელი.


0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0