x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„თბილისში კაცი რომ გათავდა გავიგეთ, მაგრამ ბო@იც რომ აღარ არი, რა ხდება?“ - კესარია
image


პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ჩვეულ სტილშია და სოციალურ ქსელში ბოლო ხანს თამამი სტატუსებით ძალზე აქტიურობს. პოსტების უმრავლესობა კი სექსუალური შინაარსისაა. ზოგიერთი მათგანი რჩევების სახისაა, ზოგიც იუმორით გაჯერებული. კესარია სოციალური ქსელის მომხმარებლებს სექსთან დაკავშირებით სხვადასხვა სასარგებლო რჩევებს ხშირად თამამად და უკომპლექსოდ უზიარებს.


როგორც ამჯერად კესარია წერს, თბილისში მამაკაცები რომ აღარ არიან, ეს მისთვის გასაგებია, მაგრამ ტრანსგენდერი ახლა იმასაც არკვევს, რატომ არ არიან არც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები:


„ქალაქში კაცი რომ გათავდა გავიგეთ, მაგრამ ბო@იც რომ აღარ არი რა ხდება? ანუ ქალაქში ბოზებიც ამოიწურა მეგობრებო!“ - წერს კესარია აბრამიძე.



მის ამ სტატუსს უცნაური და არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა მის გამომწერებს შორის. უმრავლესობა ავტორს ჩანაფიქრს მიუხვდა და ასევე იუმორნარევი პასუხები გასცა. ერთერთი კი წერს: „როდის მთხოვე და არ წაგიყვანე ბო@ებშიო“...

.

პერიოდულად, ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი ქალი საზოგადოებაში აქტუალობის შესანარჩუნებლად სხვადასხვა მედიასაშუალებებსა თუ სოციალურ ქსელში, ხმაურიან და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, რაც შემდგომში განხილვის და აჟიოტაჟის საბაბი ხდება.

.

კესარია აბრამიძე (დაბადების სახელი და გვარია ბესო აბრამიძე) — ქართველი მსახიობი და მოდელი. ტრანსსექსუალი. იგი პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია. ხშირად იწვევენ სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში. პირველად გადაიღეს სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. 2018 წელს კესარია აბრამიძემ მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობას და საქართველო წარადგინა. 2015 წელს იგი საცვლების რეკლამაში გადაიღეს. სანამ კესარია საბოლოოდ ქალი გახდებოდა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის (სპერმის) გაყინვა გააკეთა, რისი საშუალებითაც მას შეუძლია ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს. 2015 წელს მოწვეული იყო დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემაში „მძიმე კაცთან“, სადაც ასევე სკანდალური დიალოგი ჰქონდა. გაკეთებული აქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, აქვს მკერდი. 2014 წელს კესარია აბრამიძემ განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაცია გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალად იქცა. ჰობი ხატვა, მაკიაჟის კეთება და ტრანსფორმაცია. ჰყავს უმცროსი და ანა აბრამიძე.

.

0
613
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0