იმერეთი "21 წლის ბიჭი გააქრე ამ ცხოვრებიდან, იმიტომ რომ სწრაფად იარო" 2022, 3 თებერვალი, 16:15 გუშინ ქუთაისში ავტოავარიას 21 წლის ახალგაზრდა, ლუკა ფხაკაძე შეეწირა. ამასთან დაკავშირებით მისი მეგობარი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს: "სამუდამოდ დაღუპე ოჯახი 21 წლის ბიჭი. გააქრე ამ ცხოვრებიდან, იმიტომ, რომ სწრაფად იარო.სად გარბოდი ესეთი სისწრაფით რომ საკუთარი შვილი ვერ იცნო მისმა გამწარებულმა ოჯახმა?
მერე მიატოვე გზაზე და გაიქეცი. იქნებ შველოდი ადამიანო. იქნებ შენი მუხრუჭზე ფეხის დაჭერა გადაარჩენდა მას.შენ ადამიანი არ ხარ? უბრალოდ მკვლელი ხარ ....
ლუკა ფხაკაძე
ქუთაისი"
თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილი თავად მანქანით გადაადგილდებოდა, თუმცა მას სავარაუდოდ საწვავი გაუთავდა, საყიდლად უახლეს ბენზინგასამართ სადგურამდე ტაქსით გაემართა, უკან დაბრუნებულს კი, საკუთარ მანქანაში ჩაჯდომამდე ავტომობილი დაეჯახა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც ფეხით მოსიარულე ახალგაზრდას დაეჯახა, შემთხვევის ადგილზე არ შეჩერებულა და ადგილიდან მიიმალა. 418 4-ს მოსწონს
|