x
image
ირინა მ.
ქვეყანა, სადაც მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოა

image


ლუქსემბურგი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ქვეყნის მასშტაბით უფასო გახდა, არამხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც.


image


2020 წლის მარტიდან, მგზავრებს არ სჭირდებათ ავტობუსით, ტრამვაით და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა, გამონაკლისია პირველი კლასით მგზავრობა. მგზავრობის საფასურის გადახდა უწევთ მათ (მაგრამ ხელსაყრელი ტარიფით), ვინც სამუშაოდ ჩამოდის მეზობელი საფრანგეთიდან, ბელგიიდან და გერმანიიდან. მთავარი ტრანსპორტი ლუქსემბურგში ავტობუსებია, რომლებიც 34 რეგულარული მარშრუტით მოძრაობენ და 7 ღამის მარშრუტით.


image

image


ასეთი ზომები ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რომ სტიმული მიეცათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მოგზაურებისთვის, გამოეყენებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომანქანების ნაცვლად. ხელისუფლება არამხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნავს, არამედ დროისა და საგზაო სივრცის ეკონომიაზე. საცობები უდიდესი პრობლემაა ამ ქვეყანაში. საჰერცოგოში 600 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და დაახლოებით 200 ათასამდე კი რეგულარულად ჩამოდის ქვეყანაში სამუშაოდ. ხალხის ნაკადების გამო გამუდმებით იქმნებოდა საცობები, განსაკუთრებით დედაქალაქში.

"უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვა-მნიშვნელოვანი სოციალური ზომაა. ის შეიძლება ჩაითვალოს მასშტაბური რევოლუციის გლობალური სტრატეგიის სასიამოვნო ბონუსად, რომელიც ეხება საზოგადოების ცხოვრების მრავალ სფეროს. ჩვენ გვსურს მადლობა გადაუხადოთ ყველას, ვინც არჩევანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ გააკეთა."-აღნიშნავს ლუქსემბურგის ტრანსპორტის მინისტრი ფრანსუა ბაუში.

უფასო ტრანსპორტის დანერგვის პროექტის ფასი 41 მილიონი ევროა, ხოლო ქვეყანაში უკვე დანერგილ უფასო ტრანსპორტის შენახვის ხარჯები შეადგენს 500 მილიონ ევროზე მეტს, წერს ბი ბი სი (BBC). ეს ხარჯები ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბიუჯეტი კი, როგორც წესი გადასახადის გადამხდელების მიერ ივსება.

გარდა ამისა, ლუქსემბურგში აქტიურად ეწყობა ინფრასტრუქტურა ველოსიპედისტებისთვის. მაგალითად, ველოსიპედით მოძრაობის ზოლები, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის მარშრუტებს დუბლირებს.



image

image


P.S. ლუქსემბურგი (ოფიციალურად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო)-ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა დასავლეთ ევროპაში. ესაზღვრება ბელგია, გერმანია და საფრანგეთი. დედაქალაქი ლუქსემბურგი. ფართობი 2 586 კვ.კმ.







image

ეს დაგაინტერესებთ:






მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ

image


ყვავილები არა მხოლოდ გოგონებისთვის, ანუ რატომ ატარებენ "ნამდვილი" არაბები ყვავილის გვირგვინებს

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს


image


ბევრი ამერიკელი უკვე მცირე, მობილურ სახლებში გადადის საცხოვრებლად

image


როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ!

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ

image


ახალ ზელანდიაში მოსახლეობამ უსახლკაროებს ესტაკადების ქვეშ საცხოვრებელი კომპლექსი აუშენა

image


პლანეტის ყველაზე ექსტრემალური ლიფტები (ვიდეო)

image


უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image


იემენის (არაბეთი) დევნილები, რომლებიც მაღალ მთებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით გააქვთ თავი

image

რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად?

image






0
684
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
684