ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ დილით ლიმნიანი წყლის დალევა ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. მაინც რა სარგებელს მოგვიტანს 7 დღის განმავლობაში ლიმნიანი წყლის დალევა?
1. იმუნური სისტემის გაძლიერება ლიმონი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კარგია თქვენი იმუნური სისტემისთვის. დღის დასაწყისში თბილი ლიმონიანი წყლის დალევა თქვენს იმუნურ სისტემას გააძლიერებს და განსაკუთრებით კარგია მაშინ, როდესაც ავად ხართ.
2. ჯანმრთელი მუცელი ვინაიდან, თქვენი ღვიძლი ძალიან მძიმედ მუშაობს ძილის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაღვიძებისთანავე დალიოთ წყალი, რათა დაეხმაროთ მას და დაიტენიანოთ თქვენი სხეული. თუ ამ წყალს ცოტაოდენ ლიმონს დაუმატებთ, ეს ხელს შეუწყობს კუჭის მჟავისა და ნაღვლის სათანადო გამომუშავებას.
3. მოწესრიგებული მომნელებელი სისტემა დადასტურებულია, რომ დილით ლიმონიან წყალს შეუძლია თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტიურება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკვები უფრო ადვილად შეიწოვება და მისგან მიღებულ ნივთიერებებს უკეთესად აითვისებს ორგანიზმი. მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის თანახმად, ლიმნის თვისებები ასევე ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას.
4. უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი ვინაიდან, ლიმონიანი წყალი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, მეტაბოლური მაჩვენებელიც ავტომატურად იზრდება. სწრაფი მეტაბოლიზმი კი ხელს უწყობს წონაში კლებას.
5. ჯანმრთელი კანი ყველა ზემოთ ნახსენები სარგებელი, კავშირშია ჯანსაღ კანთან. ლიმონში შემავალი C ვიტამინი ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას და შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი კანის სტრუქტურა.