საქართველო "მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით? უხ, თქვენი…" - რას წერს სოსო გოგაშვილი 2022, 1 თებერვალი, 16:41 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ე.წ. "სამი მუშკეტერის" პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს:"ჩვენება #2.“ბრალდებული ცერცვაძე”:…“შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა”…მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე, რომ შეეწირა ამაზე პასუხისმგებელი ვინაა?არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული- “ვიღებ პასუხისმგებლობას”, არა!* აიღებთ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას!მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით?უხ, თქვენი…ო, რა მწარედ აგებთ პასუხს…პ.ს. მეგობრებო, საგამოძიებო კომისიის შექმნაა მოსათხოვი აუცილებლად!!!" - წერს სოსო გოგაშვილი.შეგახსენებთ, რომ გადაცემაში სტუმრობისას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა.ცოტა ხნით ადრე კი სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:"საქართველოში2020 წლის 21 მარტს დარტანიანმა და მუშკეტერებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
|