საზოგადოება რატომ სძულდა ჰიტლერს ებრაელები 2022, 1 თებერვალი, 15:24
არსებობს უამრავი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ იყო ადოლფ ჰიტლერი ასეთი აგრესიული ებრაელების მიმართ.
ბევრი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ჰიტლერის ებრაელი მამინაცვალი იყო. იგი პატარა ადოლფს სასტიკად სცემდა, ხელებს უწვავდა ცეცხლზე და ხშირად მიუგდია ის ფუტკრებისათვის დასაკბენად. ჰიტლერმა დედაც შეიძულა იმიტომ, რომ ის არ იცავდა შვილს ძალადობისგან და უფლებას აძლევდა მეუღლეს, ასე მოპყრობოდა ბავშვს.იმასაც ამბობდნენ, რომ მამინაცვლის სიძულვილის გამო, წლების შემდეგ, ჰიტლერი დედის გარდაცვალაბემაც კი გაახარა. გარდაცვლილი დედის ცხედართან მარტო დარჩენილი დიქტატორი ავადმყოფურად იცინოდა.
ჰიტლერის პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა “რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს.
ჰიტლერს ხშირად უკავშირებდნენ ფსიქიკურ აშლილობებს, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია და ფსიქოპათია, როგორც მისი სიცოცხლის განმავლობაში, ასევე სიკვდილის შემდეგ. ფაქტი, რომ მისი ჩადენილი ბოროტების დიდი ნაწილი შეიძლება მიეწეროს ავადმყოფობას, ისტორიკოსებს შორის უთანხმოებას იწვევს. 459 1-ს მოსწონს
|