კულტურა ყვავილები არა მხოლოდ გოგონებისთვის, ანუ რატომ ატარებენ "ნამდვილი" არაბები ყვავილის გვირგვინებს 2022, 2 თებერვალი, 10:00 ითვლება, რომ ზოგადად ყვავილები, ქალების პრეროგატივაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით–ყვავილების ჩუქება, ყვავილების გაშენება და ა.შ. არ არის ეს კაცის საქმე! აი კახტანიტები კი (სამხრეთ არაბები) სხვანაირად თვლიან! მათთვის ყვავილების გვირგვინები ნამდვილი მამაკაცური სიამაყეა. კახტანიტები-სამხრეთ არაბები, კახტანის შთამომავლები არიან. არაბული ტრადიციის მიხედვით, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთის მოსახლეობის საერთო წინაპარი კახტანი და მისი 24 ვაჟია, რომელთა სამშობლო იემენი იყო. კახტანის შთამომავლებს საუდის არაბეთში შეხვდებით. ითვლება, რომ ისინი არაბეთის სხვა გამქრალ ხალხებთან ერთად ჭეშმარიტი, ნამდვილი, "სუფთა" არაბები არიან. მრავალი საუკუნის განმავლობაში, მათი ერთ-ერთი ტრადიციაა ყვავილების სამკაული გვირგვინისა და მძივების სახით. ყოველი პატივცემული კახტანიტი, აუცილებლად ატარებს აღნიშნულ სამკაულს. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი ძირითადათ უზარმაზარ უდაბნოს წარმოადგენს, აქ ფლორის 2000-ზე მეტი სახეობის წარმომადგენელი ხარობს. მძივებსა და გვირგვინებს ადგილობრივ ბაზრებზე ყოველ დილას აკეთებენ და მათი ღირებულება დაახლოებით 1 ევროა, თუმცა ბევრად მაღალი ფასიანებსაც შეხვდებით. ყველაფერი გვირგვინის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მისი ყველაზე ძვირფასი და გამორჩეული ელემენტი ჟასმინია. აღსანიშნავია, რომ ეს ყვავილი იმდენად ნაზია, რომ გამყიდველებს მათი შენახვა მაცივარში უწევთ. ჟასმინის სამკაულის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 2 დღეა. ზოგიერთი მამაკაცი თვითონ ამზადებს გვირგვინებს, ირჩევს რა უნიკალურ ბალახებსა და ყვავილებს. ყველაზე გავრცელებული მცენარეა გარეული ბაზილიკი, გულყვითელა (კალენდულა) და უცხო სუნელი. "მეყვავილეებისთვის" აბსოლუტური შიკია-როცა გვირგვინი შეხამებულია ხნით შეღებილ წვერთან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ასე ბევრად ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებიან. აღსანიშნავია, რომ ყვავილების გვირგვინს ატარებენ არა მხოლოდ ესთეტიურ, არამედ სამკურნალო მიზნითაც. ფიტოთერაპია საუდის არაბეთში ძალიან პოპულარულია და ამ სამკაულის საშუალებით თავის ტკივილს მკურნალობენ და დაღლილობას იხსნიან. მიუხედავად ყვავილების სიყვარულისა, ეს მამაკაცები განთქმული არიან საბრძოლო თვისებებითაც. დიდი ხნის განმავლობაში "მეყვავილეების" ცხოვრება დაფარული იყო უცხო თვალისთვის, ისინი მთებში ცხოვრობდნენ და პრაქტიკულად არ ჰქონდათ კონტაქტი უცხოელებთან. თუმცა სამეფოს განვითარებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. კახტანის შთამომავლები ახლა ცდილობენ თავიანთი ტრადიციები გააცნონ და გადასცენ მომავალ თაობებს. არიან მამაკაცები, რომლებიც უარს ამბობენ ყვავილების გვირგვინების და მძივების ტრადიციაზე. ასეთ შემთხვევაში კი ისინი აუცილებლად ატარებენ გრძელ თმას, უძველესი, ადგილობრივი კულტურის პატივისცემის ნიშნად. სხვა კახტანიტები პირიქით, ისე ამაყობენ თავისი სამკაულებით, რომ ფოტოებს Instagram-ზე აქვეყნებენ. ეს კარგი მეთოდია იმისთვის, რომ თავი მოაწონონ მომავალ საპატარძლოებს. აი, ასეთები არიან "ჭეშმარიტი" არაბი მამაკაცები, რომლებიც ცნობილი არიან ცხელი ტემპერამენტით, კონსერვატიული შეხედულებებით, მაგრამ ამავე დროს არ თაკილობენ ყვავილების სამკაულების მორგებას. იხილეთ სხვა სტატიები:
როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+)
მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო) რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით საოცარი ფოტოები, რომლებიც ცხოვრებას სხვა თვალთახედვით გვიჩვენებს შიშისმომგვრელი ადგილები Google რუკებზე, რომლის ფოტოებმაც სოცქსელები მოიარა ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით ასეთი რესტორნების არსებობა რთული დასაჯერებელია ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან 278 5-ს მოსწონს
|