ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც პანდემიის პირობებში პოპულარული თავისი ჩაწერილი ვიდეოებით გახდა გვიზიარებს როგორ ამოვიცნოთ და ვებრძოლოთ "ომიკრონს":
"ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია "ომიკრონით" ინფიცირებული, ძალიან ბევრი პანიკობს, უჩივის ხველას და სურდოს.
"ომიკრონი" უმარტივესი შტამია, შეიძლება სიცხეც არ გქონდეთ ისე ჩაიაროს ინფექციამ, თუმცა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სურდოს.
რა ნიშნებით ვლინდება "ომიკრონი"?
•სურდო-73%
•თავის ტკივილი_68%
•დაღლილობა -64%
•ცემინება-60%
•ყელის ტკივილი-60%
ეს არის 5 წამყვანი ნიშანი.
ძალიან იშვიათია, რომ "ომიკრონის" დროს გქონდეთ:
•ხანგრძლივი ხველა(44%)
•ხმის ჩახლეჩა-36%
•კანკალი_30%
•სიცხე-29%
შეიძლება გქონდეთ გულის აჩქარების შეგრძნება, გულის რევა, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაფერი სანერვიულო არ არის.
10-დან 8-ს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სურდო და მეტი არაფერი.
რამდენ ხანში ვლინდება ვირუსი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის დროს?
• 5 დღეზე ნაკლებ დროში!
• საშუალოდ, 2 დღეში.
ტესტის გაკეთება:
•ინფიცირებულთან კონტაქტიდან 72 საათში
•ნაადრევად გაკეთებული ტესტი ხშირად უარყოფითია
•თუ თქვენ გაქვთ ინფიცირებულთან კონტაქტი ან გაქვთ სიმპტომები, სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით სახელმწიფო კლინიკებში
•გაიკეთეთ, 20 წუთში თუ უარყოფითი პასუხი მოგივათ, უფასოდ გეკუთვნით PCR ტესტირებაც
•ტესტირება განმეორებით უფასო 72 საათის შემდეგ იქნება
"ომიკრონი"
•ქსოვილებში ღრმად ნაკლებად აღწევს
•შესაბამისად მძიმე ინფექციის რისკი მინიმალურია
რა დროში ვიქნები ჯანმრთელი?
• უმრავლესობა, 4-5 დღეში გამოჯანმრთელდება
•იშვიათად 7-14 დღე გამონაკლისია
•მშრალი ხველა გრძელდება არა უმეტეს 3 კვირისა
•პოსტინფექციური ხველა-ხშირად მშრალი, ნახველის გარეშე გრძელდება 2 თვე. •მუდმივი ხველა, აპროვოცირებს ანთებას, ჰიპერსენსიტიურობას.
თუ თქვენ გახველებთ, ყველაზე მარტივი გზაა თბილი წყლის დალევა. თბილი წყალი ხახას ჩაწმინდავს და დამიჯერე, შედეგი მედიკამენტების გამოყენებაზე უკეთესი იქნება.
სურდო
•არ არის აუცილებელი მკურნალობა
•5-7დღის შემდეგ აღარ გამოიყენოთ ფიზიოლოგიური ან ვაზოკონსტიქტორი სპრეი სიცხის მართვა ზრდასრულებში
•მიიღეთ სითხეები
•პარაცეტამოლი (ყოველ 6 საათში)
•იბუპროფენი(ყოველ 6-8 საათში)
•გაითვალისწინეთ ზრდასრულებში სიცხის დამწევის მიღება არ არის რეკომენდირებული, თუ ტემპერატურა 38 გრადუსამდეა!
რა არ გჭირდებათ?
•კომპიუტერული ტომოგრაფია
•ანტიბიოტიკები
•ანტიკოაგულანტები
•კოაგულოგრამა
•ნუ გადაიხდით ფულს სწრაფ ტესტებში, ის უფასოდ გეკუთვნით სახელმწიფოსგან.