x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 წლის გაუპატიურებული გოგონა მშობლებმა მოკლეს ე.წ. "ოჯახის ღირსების" დაცვის მიზნით

image

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი წლის გოგონა, რომელიც უცნობმა პირმა გააუპატიურა, გოგონას მშობლებმა იგი მოკლეს ე.წ. "ოჯახის ღირსების" დაცვის მიზნით.



გასული წლის 18 ნოემბერს სირიის ალ-შაჰბას რეგიონში უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა 5 წლის გოგონა და გააუპატიურა.


ბავშვის ცხედარი მანბიჯში( ჩრდილოეთ სირია), ნაგავსაყრელზე იპოვეს ამა წლის 27 იანვარს, რის შემდეგაც მისი ცხედარი ალ-ფურატის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ ალეპოში.



სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ (SOHR) განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების ძალებმა გოგონას ოჯახის რამდენიმე წევრი დააკავეს. გოგონას მშობლები უარყოფენ საკუთარი ქალიშვილის მკვლელობას. გამოძიება გრძელდება, იუწყება SOHR.

image


ხუთი წლის გოგონა მოტოციკლეტზე მჯდომმა უცნობმა პიროვნებამ გაიტაცა იმ დროს, როდესაც ის სახლიდან გავიდა, რათა შეხვედროდა მამამისს, რომელიც ადგილობრივ ზეთისხილის ბაღებში მუშაობდა.


გოგონა იპოვეს სოფელ დეირ ჯამილსა და კაფრ ნაჰას შორის გზის მახლობლად, იტყობინება SOHR. ჯერ არ არის დადასტურებული, როდის მოკლეს გოგონა.


SOHR-მა მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყონ ბავშვების მკვლელების პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დამკვიდრებული ე. წ. „ღირსების მკვლელობების“ ფონზე.


გასული წლის ივლისში, ამავე ქვეყანაში, დიდი რეზონანი გამოიწვია "ოჯახის შემარცხვენელი"გოგონას მკვლელობამ.


იგი მიტოვებულ სახლში მიიყვანეს და დახვრიტეს მისმა ნათესავებმა და დაიცვეს ეგრეთ წოდებული „ოჯახის ღირსება" მას შემდეგ, როდესად გოგონამ არ ისურვა ბიძაშვილზე დაქორწინება და შეყვარებულთან ერთად გაქცევას სცადა.

0
826
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
826
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0