საზოგადოება "თაფლი არის ერთადერთი ნივთიერება პლანეტაზე, რომელიც გავს სისხლს" - რატომ უნდა მიიღოთ თაფლიანი წყალი ყოველ დილას 2022, 31 იანვარი, 11:45 "თაფლი არის ერთადერთი ნივთიერება დედამიწაზე, რომლის ქიმიური შემადგენლობა ძალიან ახლოსაა ადამიანის სისხლთან. თუ შევიტანთ სულ რამდენიმე ცვლილებას თაფლში, ის გახდება სისხლი. თაფლი ძალიან კარგია ბავშვებისთვის.მას შეუძლია გამოაღვიძოს ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა.თაფლის მეშვეობით შეძლებთ გამოასწოროთ თქვენი ანემიური მდგომარეობა. ინდოეთში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ცნობილნი როგორც თაფლის მწყემსები.მათი დიეტა თაფლია.მათი დილა იწყება ბამბუკის ჭიქით, რომელიც იტევს 3/4 ლიტრ თაფლს და მიღების შემდეგ მოზარდს შეუძლია 40 ხეზე ავიდეს. ერთი ჭიქა თაფლი მთელი დღის მანძილზე, საჭმლის გარეშე და ისინი უბრალოდ შესანიშნავად გრძნობენ თავს, უზარმაზარი ფიზიკური აქტივობით, ფეხით 10-12 კილომეტრის გავლით.არსებობს ადგილობრივი მარცვლეული, რომელსაც ყრიან თაფლში და მიირთმევენ.ისინი თავს ძალიან მხნედ გრძნობენ. ასე რომ, თაფლს შეუძლია უამრავი რამ გააკეთოს თქვენი ჯანმრთელობისთვის, მენტალური სიფხიზლისათვის. დღეში ორი სუფრის კოვზი თაფლის მოხმარება ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ჭრილობების შეხორცებას და ანთების საწინააღმდეგო თვისებების ჩამოყალიბებას. თქვენ შეგიძლიათ წინა საღამოს წყალში გაახსნათ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დაუმატოთ ცოტა ლიმონი, დილით უზმოზე დალევა იდეალური იქნება თქვენი ორგანიზმისთვის", - ამბობს ფსიქოლოგი კახი ლობჟანიძე. 648 1-ს მოსწონს
|