x
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 31-6 თებერვლის განმავლობაში? - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

მიხეილ ცაგარელი-რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 31-6 თებერვლის განმავლობაში
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 31-6 თებერვლის განმავლობაში? - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
ვერძი - ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას თქვენი კომუნიკაბელურობა და გონებამახვილობა ფრიად სასიკეთო იქნება ურთიერთობებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება გესაჭიროებათ პირველი რიცხვის მიმართ და 4 რიცხვის შემდეგ მნიშვნელოვანი საქმეების რეალიზაცია ყველას უფრო გაუადვილდება, მათ შორის ვერძსაც.ეს კვირა ვერძისთვის საკმაოდ კარგია, შეგიძლიათ გამოავლინოთ კარგი ორგანიზატორული მონაცემები.ეცადეთ ეს კვირა საკმაოდ აქტიურად განვლოთ.ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 31 იანვრის და 5 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები, არ ვარგა 2 თებერვალი და შესაბამისად ეს რიცხვი, ეს დღე ცოტა ყურადღებით და წინდახედულად უნდა გაიაროთ.
კურო - კუროთა უმრავლესობას ენერგოტონუსი შემცირებული აქვს, ამიტომ ცოტა უფრო დაასვენეთ საკუთარი თავი, მიეცით ორგანიზმს ენერგიის აღდგენის საშუალება. სხვა მხრივ სასიკეთო ტენდეციები არის თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, კარგი იქნება ეს პერიოდი თვითრეალიზებისთვის.შეიძლება იყოს მოულოდნელი შეხვედრები და საინტერესო წინადადებები.პერიოდი უდაოდ კარგია, ამიტომ თუ ორგანიზმს არ გადატვირთავთ და ზედმეტად არ გადაიღლებით, კვირა საკმაოდ კარგად ჩაივლის.ყველაზე კარგია თქვენთვის 3 რიცხვი და არ ვარგა 1 და 5 თებერვლის რიცხვები.
ტყუპები - ეს არის განახლების კვირა თქვენთვის. უფრო ადვილად შეძლებთ საკუთარ თავში გარკვევას, საკუთარ პრიორიტებებში გარკვევას, დამოუკიდებლობისადმი და თავისუფლებისადმი ლტოლვა რადიკალურად მოიმატებს. კვირა უდაოდ ჰარმონიულია. მაღალია წარმატების შანსი, გაითვალისწინეთ რომ საკმაოდ ნებისყოფიანი და შეუპოვარი უნდა იყოთ ამ პერიოდში მაგრამ თან წინდახედული. შვიდჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი პრინციპი ძალიან დაგეხმარებათ სწორად მოქმედებაში, შეცდომების არ დაშვებაში. კარგი იქნება თუ დაუგდებთ ყურს უფრო მეტად გამოცდილ ადამიანებს. ყველაზე კარგია 31 იანვრის და 6 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები და არ ვარგა თქვენთვის 2 თებერვალი, რომელიც ცოტა მეტად ფრთხილად უნდა გაიაროთ.
კირჩხიბი - ვერ ვიტყვი, რომ მშვიდი კვირაა თქვენთვის ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ემოციურობის არასტაბილურობაც ზოგჯერ იჩენს თავს, ამიტომ ვიყოთ ცოტა უფრო ყურადღებით. მიეცით ორგანიზმს საშუალება აღიდგინოს დახარჯული ენერგია. ფინანსურმა სურთულეებმაც შეიძლება იჩინოს თავი, შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები პარტნიორებთან. ტაქტი და თავდაჭერა გმართებთ.ეს პერიოდი მაქსიმალურად მოთმენით უნდა გაიაროთ. ეცადეთ, რომ ნებისმიერი თქვენი იდეა, მოსაზრება, ფიქრი გაასაიდუმლოთ. ჯერ ნაბიჯი გადადგით და მერე გათქვით. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 3 იანვარი და შესაბამისად ეს რიცხვი და არ ვარგა 1 და 5 იანვარი და შესაბამისად ეს რიცხვები.
ლომი - ლომი საკმაოდ აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია.ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს შეუწყობს საკმაოდ კარგი ურთიერთობების დამყარებას, როგორც ბიზნეს პარტნიორებთან ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან მიმართებაში. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ახლობლები, კოლეგები უფრო მომთხოვნები გახდნენ თქვენს მიმართ, მოგიხდეთ დაპირებების შესრულება. საბოლოო ჯამში კვირა არის ძალიან კარგი, ის ხელს უწყობს შემოქმედებით ნიჭის გამოვლენას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. კარგია თქვენთვის 1 და 5 და არ ვარგა 3 თებერვალი, რომელიც წინდახედულად უნდა განვლოთ.დანარჩენი დღეები თქვენთვის საშუალოა.
ქალწული - ქალწულები ცოტა ენერგო ეკონომიურ რეჟიმზე უნდა გადახვიდეთ. იმუნიტეტი თქვენი მცირდება და ჯანმრთელობა არამდგრადია არ გადაიტვირთოთ. არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თუმცა არ მიატოვოთ ის საქმეები რომლებიც გასაკეთებელი გაქვთ.ეცადეთ უფრო პრაგმატულად იმოქმედოთ. ზედმეტი დატვირთვა შეიძლება გახდეს ნერვული სისტემის დაზიანების და ქრონიკული დაავადების ერთ ერთი ფაქტორი. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 4 თებერვალი და ეს რიცხვი და არ ვარგა 1 და 6 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები.
სასწორი - ეს არის პერიოდი შემოქმედებისა, სიყვარულისა, რომანტიული კავშირებისა, ურთიერთობებისა და განწყობისა. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ შეძლებთ საინტერესო იდეების განხორციელებას, რეალიზაციას. მოგიხდებათ ცოტა მეტი ენერგიის დახარჯვა სასიყვარულო პარტნიორების, შვილების პრობლემების და მათი საკითხების შესახებ.ენერგია თქვენი მდგრადია, ამიტომ ყველაფერს მოასწრებთ.ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება შეცვალოს საცხოვრებელი ადგილი და შეიძლება დაიწყოს სასიყვარულო ურთიერთობები.ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 1 და 5 და არ ვარგა 3 თებერვალი.
მორიელი - დინამიური პერიოდია თქვენთვის, მოგიხდებათ უფრო მეტი დრო დაუთმოთ შვილების, ნათესავების და ახლობლების პრობლემებს. ამიტომ საკუთარი გეგმებისთვის ნაკლებად გეცლებათ. არ გამოგივათ მოდუნება. თქვენი პასუხისმგებლობა არ უნდა გადასდოთ სხვას. ახლობლებმა შეიძლება მოგაქციონ გარკვეულ ჩარჩოებში. მორიელებისთვის ყველაზე კარგი იქნება 2 თებერვალი და არ ვარგა 31 იანვრის და 5 იანვრის დღეები, რომლებიც წინდახედულად უნდა განვლოთ.
მშვილდოსანი - მშვილდოსანი ძალიან ენერგიულია, პოზიტიურია, გახსნილია ახალი ენერგიებისათვის.საინტერესო წინადადებები შეიძლება მიიღოთ, შეგიძლიათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.ქაოსური მოძრაობებიც იქნება, თუმცა თქვენ ამისგან არ დაიღლებით და მაინც წარმატებულები იქნებით. საბოლოო ჯამში ეს პერიოდი თქვენთვის უდაოდ კარგია, ენერგოტონუსიც საკმაოდ მაღალია. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 1 და 6 თებერვალი და არ ვარგა 4 თებერვალი და შესაბამისად ეს რიცხვი.
თხის რქა - თხის რქას ენერგოტონუსი ცოტა მცირდება, ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით, ეცადეთ თქვენს თავს მისცეთ დასვენების საშუალება.თუმცა სხვა მხრივ არის სასიკეთო მოვლენები, შეიძლება გაზარდოთ ფინანსები, წახვიდეთ წინ სამსახურეობრივ საქმეებში. შანსი წარმატების ყველაზე მეტად გექნებათ თქვენ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 2 თებერვალი და ცოტა ფრთხილად 31 იანვრის და 5 თებერვლის დღეების და ამ რიცხვების მიმართ.
მერწყული - ერთ-ერთი ფავორიტია ამ პერიოდისა.მზე თქვენს ნიშანშია, ამიტომ საკმაოდ მაღალია იღბლიანობა. ეს ის პერიოდია როდესაც შეგიძლიათ სასიკეთოდ შეცვალოთ თქვენი მდგომარეობა. კარგი იქნება იდეების განხორციელებისათვის. თქვენი ნიჭი და უნარი სხვებისთვის თვალშისაცემი გახდება. შესაძლებლობები მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა იმატებს. იაქტიურეთ, შანსები წარმატებისა მეტად მაღალი გაქვთ. ყველაზე კარგი იქნება 1 და 6 და არ ვარგა 4.
თევზები - თევზების ენერგოტონუსი დაბალია.ამიტომ ცოტა უფრო მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, დაისვენეთ უფრო მეტი.მიუხედავად შინაგანი დაღლილობისა, ეცადეთ, რომ არ აყვეთ დეპრესიულ განწყობას.შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო პროექტებში, გარკვეული საქმიანი წარმატებების შანსი მაღალია.ეცადეთ, რომ არ გაახმოვანოთ თქვენი ქმედებები. ცუდი ჭორების და ინტრიგების ტენდეცია მატულობს. ყველაზე კარგი იქნება 4 თებერვალი და არ ვარგა 1 და 6 თებერვალი და ეს რიცხვები.
0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0