x
image
ქეთეონე
გიორგი სანაიას მკვლელობა
image
2001
წლის ზაფხულში ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა...

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გუშინ ტელე მედიაში მის ძმას მოუწია ამ ამბის გასაჯაროვება და სხვადასხვა ტყუილ-მართალის მოსმენა აუდიტორიის წინაშე.

უნებურად ჩნდება შეკითხვა, რატომ უვლის ყველა გვერდს ამ საქმეს, რა მოხდა გიორგი სანაიას გარშემო ისეთი, რომ ამ საქმეში “ცხვირის ჩაყოფას” ყველა ერიდება? მაინც, როგორ ვითარებაში მოკლეს გიორგი სანაია?

ერთ-ერთი ბოლო ვერსია ცნობილ ჟურნალისტ კლარა აბრამიას ეკუთვნის, რომელმაც სანაიას მკვლელობაში ღიად დაადანაშაულა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი კახა თარგამაძე. აი, რა განაცხადა კლარა აბრამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში: სანაიას ჰქონდა სერიოზული მასალები და ვოდეოფირები, როგორ შემოდიოდა ავღანეთიდან, ბაქოს გავლით, თბილისში დიდძალი ნარკოტიკი, როგორ ასაწყობებდნენ მას მაუდკამვოლის ფაბრიკის სარდაფებში და შემდეგ, ბათუმიდან როგორ გაჰქონდათ გემებით. ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა კახა თარგამაძე. გიორგი სანაია იძიებდა ამ საქმეს. შუა აზიაშიც კი იყო ჩასული ამის გამო და სერიოზული მასალები მოაგროვა. სწორედ ამას შეეწირა გიორგი სანაია”.


რა ინფორმაცია იყო ამ კასეტაზე? _ ეს მოგვიანებით, სანაიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გახდა ცნობილი და აი, როგორ: ვეფხია მარგოშვილი იმ დროისთვის გამომავალ ერთ-ერთ გაზეთს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კასეტაში დასახელებული იყო პოლიციის მაღალჩინოსნებისა და ყველა ძალოვანი მინისტრის გვარები, რომლებიც პანკისის ნარკობიზნესს აკონტროლებდნენ და პანკისელ პარტნიორებთან ჩეჩნეთიდან დაძრული საქონლის წილების გაყოფაზე ჰქონდათ დავა. ამ გაზეთს მარგოშვილი დაჰპირდა, რომ კასეტის ასლს სანდო პირის დახმარებით მიაწვდიდა, მაგრამ არ დასცალდა _ საკუთარ ეზოში დისტანციური ბომბით ააფეთქეს.

ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის მისაჩქმალად დაიგეგმა. შესაბამისად, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, საქმის გამოძიება არასდროს მოხდება.

0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0