x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"მიკვირს ასეთი "მთავარსარდლის" ხელში, იმავე დღეს რომ არ დავმარცხდით"
image

სააკაშვილის მომხრეები გაიძახიან უზარმაზარი რეფორმები ჩაატარა და ქვეყანა თავიდან შექმნაო. ესაა ზღაპარი, რომელიც გაუნათლებელ და მიშას სიყვარულით გაბრუებულ მასაზე გათვლილი ზღაპარი. საქართველოს მიშამდეც იცნობდნენ და საკმაოდ კარგადაც, რაც შეეხება რეფორმებს. რეფორმები ტარდეოდა ფასადური სახის ისევე, როგორც მშენებლობები. შეხედეთ ბათუმში მის დროს აშნებულ ცათამბჯენებს და იქვე არცთუ დიდი მანძილით დაშორებულ ტერიტორიაზე ბარაკაებს.


ბიზნესისათვის ფულის შეწერაზე არ ვსაუბრობ, არც მართულ სასამართლოზე და პროკურატურაზე, არც იმაზე დიდსა თუ პატარას რომ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. არც იმაზე ვისაუბრებ, თუ რა საშინელება ხდებოდა ციხეებში, ზუგდიდის ავადსახსენებელი ციხის რეჟიმის უფროს ავალიანს ზუგდიდში არ დაედგომებოდა და ამიტომაც გაიქცა შტატებში.


საბედნიეროდ ზუგდიდის ავბედითი იზოლატორი დაანგრიეს საფუძველ-საძირკვლიანად.



არც იმაზე ვისაუბრებ მოსვლისთანავე როგორ ჩააბარა სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგოსისტემა რუსებს, არც იმაზე პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სოხუმამდე რომ სთხოვდა პუტინს დევნილების დაბრუნებას და სოხუმს იქითა ტერიტორიას რუსეთს რომ ჩუქნიდა. არც იმაზე ვისაუბრებ ამ ბედოვლათმა პრეზიდენტად წოდებულმა ეროვნული დროშა და ჰიმნი რეფერენდუმის გარეშე რომ შეცვალა.


არც იმაზე ქურთის ადმინისტრაცია, რომ შექმნა გადმობირებული უახლოეს წლებში სეპარატისტი ოსი ჩინოვნიკებისათვის, რამაც ახალგორი დაგვაკარგვინა.


არც იმაზე დავწერ შეშინებული "მთავარსარალი" როგორ ლოღნიდა საკუთარ ჰალსტუხს, არც იმაზე დავწერ რასაც თავადვე შევესწარი გორში, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე როგორ მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი და თავპირისმტვრევით მოკურცხლა.


არ და ვერ გავამტყუნებ აგრესორისათვის ცეცხლის გახსნისათვის, მაგრამ არმია უნდა მართოს პროფესიონალმა სამხედროებმა და არა კაბინეტის "ლომებმა".


ბალახაძის გეგმის დამტკიცებით ქართული არმია იღებდა ცხინვალის ირგვლივ სტრატეგიულ სიმაღლეებს, არ ექნებოდა საცეცხლე შხება რუს "სამშვიდობოებთან" და ძირითად შეტევას განახორციელებდა ჯავა-როკის მიმართულებით.


ეს გეგმა არ დამტკიცდა, შეტევა განხორციელდა ცხინვალის მიმართულებით, ერთი სიტყვით რუსებმა ისევ შევიტყუეს ხაფანგში, საიდანაც გამოსვლა ძალიან ძვირი დაგვიჯდა.


მაინტერესებს მეოთხე ბრიგადის უნიათო მეთაურს, ოფიცერს რომელსაც არცერთ სამხედრო ოპერაციაში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული რატომ ან რა დამსახურებისათვის მიენიჭა სრულიად შეუსაბამო ასაკში დაუმსახურებლად ბრიგადის გენერლის წოდება.


ესაა სრულიად ამაზრზენი და სამარცხვინო ფაქტი, მუხის კორომებში რუსული ავიაციის მიერ ჩახოცილი ბიჭბის სიცოცხლის ფასია გიგი კალანდაძის სამხედრო წოდება.


ბრიგადის მეთაური, რომელ, აც მთელი საბრძოლო მოქმედებებს გადარჩენილი ტექნიკა აუფეთქებლად დაუტოვა რუსებს.


ხოლო თავად სად ან როდის დაიჭრა ამის განმარტება დღესაც გაურკვეველია, მე კი ვიცი სად და რა ვითარებაში "დაიჭრა მამაცი ოფიცერი", მაგრამ ნამუსს შევუნახავ, როგორც თავად ოფიცერი და არ დავწერ ამაზე.


შემოგთავაზებთ ვიდეოს, სადაც ყოფილი "მთავარსარდალი" სააკაშვილი ჰყვება თუ როგორ აუღბელ ციხესიმაგრედ აქცია თბილისი ომის შემდგომ პერიოდში, ბუნკერებით და თხრილებით.


თურმე ნუ იტყვით და ბუნკერში ჩაყენებული საარტილერიო საშუალება 6 თვეს არ გააკარებდა ოკუპანტებს თბილისს, "მთავარსარდალს" რატომღაც ამ ვიდეოს ჩაწერისას მრჩევლებმა არ აუხსნეს, რომ არსებობს ბუნკერსაწინააღმდეგო რაკეტა აბ ბონბი რომლის დახმარებითაც მარტივად შეიძლება საცეცხლე წერტილის განადგურება, რაც შეეხება ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს-სააკაშვილს ეტყობა თავი მეორე მსოფლიო ომში ეგონა და წარმოდგენა არა აქვს სატანკო ბატალიონს თუნდაც ერთი დანიანი ტანკი რომ ჰყავს მიწაყრილების და ტრანშეების გადასალახავად ანუ გზის გაკვალვა დანარჩენი მძიმე ტექნიკისათვის.


მით უფრა წარმოდგენა არა აქვს საინჟინრო გზაგამკვალავ მძიმე ტექნიკაზე, რომელიც მარტივად უმკლავდება ნებისმიერი სიღრმის და სიგანის თხრილს.



image

0
211
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
211