x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კანადის პრემიერ-მინისტრი სახლიდან გაიპარა მას შემდეგ,როდესაც ვაქცინაციის მოწინააღმდეგე 50 000 სატვირთო კანადის დედაქალაქისკენ დაიძრა
image

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და მისმა ოჯახმა მიატოვეს საცხოვრებელი ქვეყნის დედაქალაქ ოტავაში და გასაიდუმლოებულ ადგილზე გადავიდნენ, მას შემდეგ, რაც 50, 000-მდე შორეული გადაზიდვების სატვირთო მანქანა შეგროვდა სავალდებულო ვაქცინაციის და კოვიდ-ლოკდაუკების გასაპროტესტებლად.


ასობით შორეული გადაზიდვების მძღოლი შაბათ დღეს თავიანთი გიგანტური სატვირთოებით კანადის დედაქალაქ ოტავას შეესია, აქციის ფარგლებში სახელწოდებით "თავისუფლების კონვო", რომელიც დაიწყო პროტესტის ნიშნად, აშშ-ს საზღვრის გადაკვეთის დროს აუცილებელი ვაქცინაციის წინააღმდეგ.


image

კანადის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინა შორეული გადაზიდვების მძღოლებს "მცირეოდენი მარგინალური უმცირესობა " უწოდა, ხოლო პარასკევს გაკეთებულ განცხადების დროს სატვირთო მძღოლების შეხედულებებს, მან ანტიმეცნიერული, ანტისამთავრობო და ანტისოციალური უწოდა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა კანადელებს.


ამის შემდეგ სატვირთოების მძღოლების უზარმაზარი კოლონა, რომლის სიგრძეც 45 მილს შეადგენდა, პროტესტის ნიშნად კანადის დედაქალაქისკენ დაიძრა.


image

როგორც კანადამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა ეს მოთხოვნა შემოიღეს იანვრის შუა რიცხვებში, რომელიც შეეხო შორეული გადაზიდვების მძღოლებს, რომლებიც კვეთენ -5 500 მილიან(9, 000 კილომეტრიან) საზღვარს - ყველაზე გრძელს მთელს მსოფლიოში.


მანქანების კოლონა პირველად ბრიტანული კოლუმბიიდან დაიძრა კვირას და მას ასობით კანადელმა დაუჭირა მხარი, მათ 2000 მილი დააფრეს, რათა ვაქცინაციის მანდატები გაეპროტესტებინათ.


მომიტინგეებს ეჭირათ ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლების ქარტიის ასლები, ასევ შეგხვდებოდათ ასეთი პლაკატები„ღმერთმა დაიცავი ჩვენი მიწა დიდებული და თავისუფალი“, „აქცია კანადა ისევ დიდებულ ქვეყნად“ და „ჩვენ აქ ვართ ჩვენი თავისუფლებისთვის“.

0
138
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0