ფოტოგრაფია
ცნობილი სელებრითებისა და სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა სკანდალური ფოტოები
2022, 29 იანვარი, 18:55
ვარსკვლავების ცნობილმა ფოტოგრაფმა მაქს ბატერვორტმა საზოგადოებას სელებრითების ახალგაზრდობის პერიოდში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოების სკანდალური ფოტოსერია წარუდგინა, რომლებიც 2005-2008 წლებით თარიღდება. ფოტოგრაფის ობიექტივში ქეით მიდლტონი, ძმები უილიამი და ჰარი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯენიფერ ენისტონი, ჯორჯ კლუნი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები მოხვდნენ. ბატერვორტმა ბევრი მათგანის გადაღება სწორედ იმ მომენტში მოახერხა, როდესაც ისინი ღამის კლუბებიდან და ბარებიდან უკან ბრუნდებოდნენ. საუბარიც კი ზედმეტია თუ რა მდგომარეობაში იყვნენ მსოფლიო - შოუ ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი. მაგალითად, როგორც გაირკვა კარგი გართობა და დასვენება ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს შეუღლებამდეც ჰყვარებიათ, მაშინ კემბრიჯის ჰერცოგინია თავს დროსტარების უფლებას არა მხოლოდ მთელი ღამის განმავლობაში აძლევდა, არამედ გარდერობის შერჩევისას უპირატესობას საკმაოდ თამამ სამოსსაც ანიჭებდა.
ბატერვორტის თქმით, 2007 წელს მან ეს ფოტო იმ დროს გადაიღო, როდესაც ქეითი საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში ტაქსიში ჯდებოდა და მძღოლს მისამართს კარნახობდა.
გართობა ძმებ უილიამ და ჰარისაც არანაკლებ უყვარდათ, თურმე ერთ დროს პრინც ჰარის წვეულებების მეფესაც კი უწოდებდნენ.
ბატერვორტმა საკუთარ ფოტობიექტივში შერილ კოულის მოქცევა მაშინ მოახერხა, როცა ის მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი მეგობარს ეხვეოდა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ყველა ფოტო სკანდალური არ არის, თითოეული მათგანი მთელ ისტორიას ინახავს, ხოლო ამ კადრების ზოგიერთი მთავარი გმირი, როგორიცაა ემი უაინჰაუსი, მაიკლ ჯექსონი და პრინცი, სამწუხაროდ დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან.