მოგზაურობა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული "ფრონცკი" ქართველის ცნობა შეგიძლიათ თუ არა რამდენიმე წამში? 2022, 29 იანვარი, 17:43 ფეისბუქზე, ჯგუფ "მოგზაურთა კლუბში" მომხმარებელი სალომე ბოხუა სახალისო პოსტს აქვეყნებს, უცხოეთიდან დაბრუნებულ ზოგიერთ ქართველზე.
"უცხო ქვეყნიდან ჩამოსული "ფრონცკი" ქართველის ცნობა შეგიძლიათ თუ არა რამდენიმე წამში? (თუ არა, პოსტი თქვენთვის არის) 1: ყოველთვის ყველა მომსახურებით უკმაყოფილოა. 2: სამარშრუტო ტაქსით არასდროს მგზავრობს (იმიტომ რომ "ყარს"). 3: ყველაზე და ყველაფერზე აქვს მხოლოდ ერთი არგუმენტი "იქ (ევროპა, ამერიკა, აზია, ანტარქტიდა, ავსტრალია, აფრიკა) ასე არ ხდება. 4: ქართველობა რა საამაყოა. 5: რუსეთის მონები ხართ. 6: ვაიმეე როგორ შეიძლება xl ზომები არ ქონდეს ზარას? აი ამერიკაში ბიზონებსაც კი ზარა აცვია. 7: ქართველ კაცებს როგორ გავეკარები/ვიკადრებ. 8: ენის გავლის სერთიფიკატის ფრიალი და უცხო ქვეყნის "განათლება" ლამისაა მაისურებზე დაპრინტონ და იარონ. და ბოლოს ყველაზე მთავარი და გულისამრევი ფაქტი არის ის თუ როგორ იცვლიან გვარებს სოციალურ ქსელებში და ხან "შვაინშტაიგერები" არიან და ხან "ოღლუები". საკუთარ გვარზე იმ ქვეყნის სამეფო იმპერიის გვარებს იწერენ სადაც არიან. (ქორწინებაში რომ იყოთ კიდევ მესმის მაგრამ ნახევარზე მეტი რომ არ ხართ და მაინც იქაურ გვარებს იწერთ?) ეს პოსტი არ ემსახურება არავის ბულინგს, უბრალოდ მინდა ზოგჯერ მაინც (ზემოთ ხსენებულმა საზოგადოებამ) საკუთარი თავი დაინახოთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ ყველგან იქნებით "ქართველები". ყველაზე უწესრიგო ტრანსპორტში, რიგის დაცვაში თუ უჟმური სამსახურებში. P.S ჯიგარ ემიგრანტებზე არაფერს ვამბობ, პირიქით დიდი მადლობა და პატივისცემა ჩემგან იმისთვის რომ უზომოდ კეთილები ხართ და ყოველთვის სხვის დახმარებაზე ფიქრობთ!" 555 2-ს მოსწონს
|