x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწის სიღრმეში ალმასის უდიდესი მარაგი აღმოაჩინეს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სხვა უნივერსიტეტების ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწის სიღრმეში, შეიძლება, კვადრილიონ (იწერება 15 ნულით) ტონაზე მეტი ალმასის მარაგი იყოს. მაგრამ, მეცნიერთა შეფასებით, ძვირფასი მინერალები 150 კმ. სიღრმეზე და უფრო ღრმადაც მდებარეობს, რაც უფრო დიდი სიღრმეა, ვიდრე, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე ღრმად გაბურღული ჭაბურღილი.


image


კვლევა აჩვენებს, რომ ალმასი შეიძლება მიმოფანტული იყოს ბაქნის ღრმულებში — ყველაზე ძველ და უმოძრაო ქანებში, რომლებიც კონტინენტების ტექტონიკური ფილების უმეტესობის ცენტრალური ნაწილის ქვევით მდებარეობს და ასეთი ღრმულები, შეიძლება, 300 კმ-ს ქვევითაც იყოს. გათვლების მიხედვით, ბაქნის ღრმულები 1–2% ალმასისგან შედგება. ხოლო, ამ ღრმულების მოცულობის გათვალისწინებით, ალმასის რაოდენობა, შეიძლება, კვადრილიონ ტონსაც აჭარბებდეს.

imageამრიგად, მკვლევარები ასკვნიან, რომ ალმასი, გეოლოგიური მასშტაბით, ძალიან გავრცელებული მინერალია. მაგრამ, ცუდი ის არის, რომ ძვირფასი ქვების საბადოები, ძალიან ღრმად არის.

ეს ალმასი, რა თქმა უნდა, თვალითაც არავის უნახავს. დედამიწის ქერქში დიდი რაოდენობით ალმასის არსებობის შესაძლებლობა, სეისმური მონაცემების ანომალიის შესწავლის საფუძველზე გაკეთდა.

მეცნიერები სეისმური მიმღებების მეშვეობით, მთელს მსოფლიოში, ბგერითი ტალღის გავრცელების სიჩქარის შედეგებს აგროვებენ და ამ მონაცემებს დედამიწის მოდელის შესაქმნელად იყენებენ. ხმის ტალღები დედამიწის ქერქში სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ, რაც ქანების ტემპერატურაზე, სიმკვრივეს და შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

imageგარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეცნიერები ვერ ხსნიდნენ საინტერესო ანომალიას: ბგერითი ტალღების მნიშვნელოვან აჩქარებას, ძველი ბაქნების ღრმულების გავლისას. მკვლევართა ჯგუფი ამ ღრმულების შემადგენლობის დადგენას ცდილობდა და მას შემდეგ, რაც პლანეტის ვირტუალურ მოდელზე, თითოეული ქანის სახეობის გავლისას, ბგერითი ტალღის სიჩქარე შეისწავლეს, დაადგინეს, რომ ასეთი სიჩქარის მინიჭება, ბგერითი ტალღისთვის, მხოლოდ ერთი ტიპის ქანს — ალმასს შეუძლია, პერიდოტიტთან და მცირე რაოდენობის ეკლოგიტთან ერთად.


image

არხის სხვა სიახლეები:


* აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი

* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* გიგანტების რასა დედამიწაზე და ათასობით განადგურებული მტკიცებულება

* როგორ გვაიძულებენ, რომ უფრო მეტი რამ შევიძინოთ – ჩვენთვის მოწყობილი ფარული შოუები

* ანეკდოტები ექიმებზე

0
958
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
958
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0