x
image
ვაჟიკო
ოქროაშვილის გოლი უეფამ შესარჩევის სტარტზე საუკეთესოდ სცნო

imageთორნიკე ოქრიაშვილის მიერ ბელარუსის ნაკრების კარში გატანილი გოლი უეფას ოფიციალურმა საიტმა საუკეთესოდ სცნო გასულ კვირაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გატანილ გოლებს შორის.
“ოქრიაშვილმა ერთი მოქმედებით გაასულელა მეტოქის სამი მცველი და შემდეგ ზუსტად დაარტყა შორეულ კუთხეში” - ასე აღწერს საქართველოს ნაკრების გარემარბის გოლს უეფას ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული “ილიჩევეცის” ქართველი ფორვარდის ერთადერთი გოლით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩში ბელარუსის ნაკრები დაამარცხა 1:0.

1
29
2-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
29
  
2012, 16 სექტემბერი, 18:34
+1
0 1 1