პოეზია "ამ მკვლელობის ორგანიზატორი ვაჟა ფშაველას გერი, ვახტანგ რაზიკაშვილი ყოფილა" 2022, 28 იანვარი, 18:27
"რომ დაუფიქრდე ახლა, შეიძლება გაგიჟდე (ფილმი როგორ არ გადაიღეს ამაზე)
მოკლედ მოვყვები, ვრცლად მეტირება... ამბავი ასეთია, მიხა ხელაშვილი, 25 წლის ბიჭი, საკუთარ დაბადების დღეზე მისმა მეგობრებმა მოკლეს ჯილდოს სანაცვლოდ. ამ მკვლელობის ორგანიზატორი ვაჟა ფშაველას გერი, ვახტანგ რაზიკაშვილი ყოფილა. იშვიათი გარეწრობით განთქმული, რომელმაც მერე მიხას ქვრივი შეირთო და ამით საბოლოოდ გაანადგურა მკვდარიც და ცოცხალიც ვაჟას გერმა... მიხა ხელაშვილი რომ გამორჩეული იქნებოდა და მასზე რომ ვაჟას და ილიას დიდი გავლენა იქნებოდა, ახლა ეგეც არაა მთავარი... 19 წლის ცოდნით გამორჩეული ბიჭი ჯერ დიაკვნობდა. მერე, როგორც საბჭოთა წყობის დრამატურგია ითხოვდა ისე მოუქციეს საქმე ტყე-ტყე იცხოვრა და ჭოგრიტით დარაჯობდა ტყიდან თავისიანებს. ქაქუცასაც შეეკრა და პირობაც მიუღია, თუ მშვიდობა იქნა ამ ბიჭს კარგი განათლება უნდა მივაღებინოო. უსამართლოდ დაჩაგრეს. მთის სილაღე შეუბოჭეს და საბოლოოდ იძულებული გახადეს ტყეში გავარდნილიყო. მერე დედა დაუკლეს შვილის მისამართის გაუთქმელობის გამო, ცოტა ხანში ისიც დედას დააწიეს. სიკვდილსაც ხომ გააჩნია... თითქოს წინასწარ გრძნობდაო, სამართებელით წვერის პარსვისას უთქვამს კიდეც მისი გამცემისთვის, გამომისვი ბარემ ყელში და შენ აიღე დაწესებული ჯილდო, ფული ხომ შენც გჭირდებაო, ოღონდ ჩემი ტყვიით მომკალი რუსის იარაღით არ მესროლოო. მეგობარმა იუკადრისა, აბა რას ამბობო. მალევე ცხადად აუხდა მისი წინათგრძნობა. დაალევინეს და მძინარეს ჯერ იარაღი ჩაარტყეს თავში და გაუტეხეს, მერე შუბლში დაახალეს. ორმა მეგობარმა, ლევან გარსევანიშვილმა და ლუკა მარცვალაშვილმა ქნა ეს. მერე ვახტანგ რაზიკაშვილის მეშვეობით ცხედარი ჩაათრიეს მილიციასთან. გზადაგზა თურმე გატეხილი თავიდან გადმოყრილ ძვლებს, ჩუმად ადევნებული მიხას და სალომე კრეფდა. მერე წასულა და დედის საფლავზე დაუმარხავს. ერთი თვე ეგდო 25 წლის ბიჭის ცხედარი დუშეთის მილიციის შენობის წინ და დამარხვის უფლებას არ აძლევდნენ. იხრწნებოდა პატარა ბიჭი და იზაფრებოდა ხალხი. ეს იყო მაგალითი მათი სამუდამო დუმილის და მონობის. ერთი თვე არ აღირსეს მიწა მიცვალებულს. მერე ხევსური მილიციელის დახმარებით, ღამით სალომეს მოუპარავს, ხურჯინებში ჩაულაგებია ძმის დარჩენილი სხეული და დედის გვერდით დაუმარხავს. რა ისტორიაა ახლა ეს? რანაირი გოგოა ეს სალომე, ძმის გვამს რომ მისდევს ფეხაკრეფით და ძვლებს აგროვებს? რანაირი გოგოა დედუნა, დაშინებით რომ ქმრის მკვლელს შერთეს ცოლად და ვაჟიც გაუჩდათ? რანაირი ბიჭი იყო მიხა, ლექსები რომ აბგით დაქონდა და სანდო მეგობარს გადააბარა შთამომავლობისთვის. ვანო ხორნაული მიხაზე ბევრად უმცროსი ყოფილა, რამხელა სიყვარული და პატივისცემაა ამ პატარა ბიჭში, რომელმაც ლექსები საცოცხლებლად კლდეში გადამალული ამყოფა... ან ამ სანდო ვანომ როგორ არ მიისაკუთრა ეს ლექსები, ან არ "გაყიდა"? მეტირება, იმ ასაკში, იმ მთაში და იმ პატარა ბიჭურ სილაღეში რანაირად დაწერა: ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება, რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება-ო... P.s. რაც მე ოლეგ კოშევოის, ორივე ზოიას და ა.შ ბიოგრაფიები მაქვს გამოთქმით დასწავლილი, რასაც მე ომობანაში ვპარტიზანობდი და შტაბები მიკეთებია... ასეთი ამბები აღარ ისწავლება ხოო, თუ აღარც იწერება, ნეტავ? ან ვინღა თამაშობს... P.S p.s. 25.25.25. ასე იხსენიებენ მიხას ამბავს, 1925 წლის 25 იანვარს, 25 წლისას საკუთარ დღეობაზე შეუწყვიტეს სიცოცხლე. დიდხანს მალა საბჭოთა წყობამ მიხა ხელაშვილის ამბავი და მგონი ისე მიდის საქმე, რომ ახლა ჩვენ საბჭოთაზე მეტად ვმალავთ.ვაჟასთან დადიოდაო ხშირად და მორიდებით აკითხებდა ლექსებს. საუბრობდნენ ბევრს და ის მკვლელი გერი ვახტანგი შორიდან უყურებდა თურმე... დაუგუგლეთ შვილებს ერთად წაიკითხეთ ერთხელ და მერე სულ გემახსოვრებათ" - წერს სოციალურ ქსელში "ფეისბუქის" მომხმარებელი თამარ გოგელიძე. შეგახსენებთ, მიხა ხელაშვილი არის ცნობილი ლექსის "ბინდისფერია სოფელის" ავტორი, რომელიც რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
ზემოთ აღწერილის გარდა, არსებობს მისი მკვლელობის მეორე ვერსიაც, კერძოდ იგი დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. 393 5-ს მოსწონს |
FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!