x
image
თეონა გორდეზიანი
არასდროს მიაწოდოთ სხვის შვილს საკვები პროდუქტი მშობლებისგან ნებართვის აღების და მათგან თანხმობის მიღების გარეშე

​ბავშვის ჯანსაღი კვება აუცილებელია. ჯანსაღი კვება განსაზღვრავს მათი სწორად განვითარების უამრავ ფაქტორს. დედიკოები გეგმავენ და ანაწილებენ სასარგებლო პროდუქტებს, ეცნობიან სიახლეებს, უსმენენ პედიატრის რჩევებს. ჩართული არიან ამ საქმეში მამიკოებიც და სხვა ოჯახის წევრებიც. დღევანდელობაში უფრო მეტად დაფიქრდა საზოგადოება ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ბავშვის სწორად ჩამოყალიბებას უკავშირდება.image

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ადამიანებს მოუწოდა, რომ არასდროს მიაწოდონ სხვის შვილს საკვები პროდუქტი მშობლებისგან ნებართვის აღების და მათგან თანხმობის მიღების გარეშე. ევგენი კომაროვსკის თქმით, ადამიანებმა არაფერი იციან ბავშვის კვების რეჟიმის, მისი ალერგიული სტატუსისა და სხვა დეტალების შესახებ, რომლებიც კვების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პედიატრმა ყველას მოუწოდა, ბავშვის გამოკვებამდე ნებართვა მშობლისგან აიღონ:


„ბევრი ადამიანი ერთი შეხედვით ფიქრობს, რომ გაღიმებული, საყვარელი ბავშვისთვის გემრიელი საკვების მიწოდებაში ცუდი არაფერია. თქვენ ზუსტად ვერ გეცოდინებათ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგია, რით კვებავენ მას ყოველდღიურად, იცის თუ არა მან კარგად ღეჭვა, შეუძლია თუ არა ამა თუ იმ საკვების გადაყლაპვა და ა.შ.


ერთი შეხედვით კარგი და კეთილი საქმე, შესაძლოა, ბავშვის სიცოცხლისთვის რისკის შემცველიც აღმოჩნდეს. ყოველთვის, როდესაც ბავშვისთვის რაიმე საკვების მიწოდებას გადაწყვეტთ, აუცილებლად აიღეთ ნებართვა მშობლისგან. წინასწარ ჰკითხეთ მშობელს, შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ამა თუ იმ პროდუქტის მიწოდება, როდის და რა პირობებში შეგიძლიათ მისი გამოკვება, “ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.


0
41
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0