x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ანეკდოტები ექიმებზე
image


ექიმი შედის პალატაში. მძიმე ავადმყოფი მას იმედით ეკითხება:
— ექიმო კარგი ამბავი მომიტანეთ?
— დიახ, წიგნი მოგიტანეთ სულების რეინკარნაციის შესახებ – პასუხობს ექიმი.


გამოვიდა სტომატოლოგი კაბინეტიდან და დაფიქრებული დივანზე შეწუხებული სახით დაჯდა.
მდივანი ეკითხება:
— რა მოხდა, ექიმო?
— მდიდარი პაციენტი მყავს კაბინეტში.
— მერე, ეგ ხომ კარგია?!
— მართლა? ის კი მდიდარია, მაგრამ ყველა კბილი საღი აქვს!!!


მოხუცი მივიდა ექიმთან და თავის მდგომარეობაზე დაიწყო წუწუნი.
ექიმმა უთხრა:

— მოდით, აბა გაგსინჯავთ.

სინჯავს და თან ამბობს:

— დიახ, დიახ, კარგია, ასე-ასე, კ–ა–რ–გ–ი–ა, შესანიშნავია.

მოხუცმა ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:

— ექიმო, კარგი რა არის?
— კარგი ის არის, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირს – უპასუხა ექიმმა.


შემოვლაზე ექიმმა პაციენტს უთხრა:
— თქვენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს: ცუდი და კარგი. რომლით დავიწყო?
— ცუდით.
— მარცხენა ფეხის ნაცვლად, მარჯვენა მოგაჭერით.
— და კარგი?
— კარგი ის არის, რომ მარცხენა ფეხიც არ უნდა მოგვეჭრა.


მედდა საკაცეს მიაგორებს...
საკაციდან ხმა ესმის:

— იქნებ მაინც რეანიმაციაში წამიყვანოთ?
— ექიმმა მორგშიო... ე. ი. მორგში მივდივართ! – უპასუხა ექთანმა.


ეს ამბავი საბჭოთა დროს მოხდა. ერთი კაცი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. დაიწყო მუშაობა, გარკვეული თანხა დააგროვა და სტომატოლოგთან მისვლა გადაწყვიტა. ჩახედა ამერიკელმა ექიმმა მას პირში, ყურადღებით დაათვალიერა კბილები და ჰკითხა:
— ბჟენები თავად ჩაისვით?


ექიმმა პაციენტ რეცეპტი მისცა და უთხრა:
— სრულად განიკურნები, თუ ფორტეპიანოზე დაკვრას შეწყვეტთ.
როდესაც ის კაბინეტიდან გავიდა, ექთანმა ექიმს ჰკითხა:
— ექიმო, ფორტეპიანოსა და მის დაავადებას შორის რა კავშირია?
— არაფერი, უბრალოდ, მეზობელია და ჩემი ბინის ზევით ცხოვრობს.


ქალი სარკეში იყურება და მეუღლეს ეუბნება:
— დღეს ექიმთან ვიყავი და მითხრა, რომ ოცი წლის გოგონას მკერდი მაქვს...
— და 50 წლის უკანალზე არაფერი უთქვამს??? – დამცინავად ჰკითხა ქმარმა.
— არა... შენზე არაფერი უკითხავს!!!


ქალი ქირურგ–კოსმეტოლოგს მიმართავს:
— არ შეგიძლიათ, რომ ჩემს გარეგნობაში ჩაერიოთ და ის უკეთესი გახადოთ?
ექიმმა პაციენტის სახე კარგად დაათვალიერა და უპასუხა:
— სამწუხაროდ, არა! ჩვენს ქვეყანაში თავის მოკვეთა, კანონით აკრძალულია!


image


არ ნერვიულობთ იმის გამო, რომ ექიმები, საკუთარ საქმიანობას, „სამედიცინო პრაქტიკას“ ეძახიან?


მოხუცი ქალბატონი, სიმპათიურ ქალიშვილით ერთად, შედის ექიმის კაბინეტში.
— გაიხადეთ, – უთხრა ექიმმა გოგონას.
— ავად მე ვარ, შვილო, – უთხრა მოხუცმა.
— ა, მაპატიეთ ბებო – უთხრა ექიმმა და ენის ჩვენება სთხოვა.


— გამარჯობა, უფასო ექიმო! – მიესალმა პაციენტი, ხუმრობით ექიმს.
— აბა... გამარჯობა, უიმედო პაციონტო! – უპასუხა მას ექიმმა.


— შენმა დამ სტომატოლოგობა რატომ გადაწყვიტა?
— მოსწონს როდესაც მამაკაცები პირდაღებულები, გაფართოებული თვალებით უყურებენ.


ექიმი – დიეტოლოგი პაციენტს ეკითხება:
— რამდენს იწონით?
— ახლა116 კგ-ს, მაქსიმალური კი – 121 კგ. იყო.
— მინიმალური?
— 3 და 600.


— ექიმო, ნუთუ ჩემი დაავადება ასე საშინლად უიმედოა?
— აბა ეს რა ლაპარაკია? ასე დამუქებაც არ არის საჭირო. მოდით ასე ვთქვათ – თუ თქვენ განგკურნავთ, საქვეყნოდ ცნობილი გავხდები! – უპასუხა ექიმმა პაციენტს.


ორი მოხუცი ექიმი საუბრობს:
— პაციენტი მყავდა, რომელიც, ყველა პროგნოზით, ათი წლის წინ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ ცოცხალია...
— დიახ, ასეც ხდება. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ როცა პაციენტს სიცოცხლე უნდა, მაშინ მედიცინა უძლურია...


ექიმი პაციენტს ტელეფონით ესაუბრება:
— თქვენთვის ორი სიახლე მაქვს: ცუდი და ძალიან ცუდი!
— ჯერ ცუდი მითხარით!
— ანალიზებმა აჩვენა, რომ თქვენ, მაქსიმუმ, სამი დღის სიცოცხლე დაგრჩათ!
— .......... და უფრო ცუდი ამბავი რა არის?
— უკვე ორი დღეა, თქვენთან დარეკვას ვცდილობ!


პაციენტი:
— ექიმო, მართალია, რომ ფულით ჯანმრთელობას ვერ ვიყიდით?
ექიმი:
— ღმერთო ჩემო! ასეთი სისულელე ვინ გითხრათ?


აბრამი იზის ეუბნება:
— ავად გავხდი, მაგრამ ექიმთან არ წავალ – ძალიან ძვირია.
— აბრამ, მე ექიმ დავითთან გირჩევ წასვლას – ის ყოველ შემდეგ ვიზიტზე, საფასურის მხოლოდ ნახევარს იღებს.
დაუჯერა მას აბრამმა. მივიდა ექიმთან და ეუბნება:
— გამარჯობა ექიმო, ისევ თქვენთან მოვედი…


— ექიმო, იმედი არის?
— იმედი კი... შანსი – არა.



image


ავტომექანიკოსი ავტოფარეხში ძრავში იქექება, სარქველებს ცვლის და ამ დროს, ნაცნობი კარდეოლოგი დაინახა, რომელიც საკუთარი ავტომობილისკენ მიდიოდა.
— ექიმო, რატომ არის, რომ მე ძრავას სარქველს ვუცვლი და ის ახალივით მუშაობს. თქვენც სარქველებს ცვლით, მაგრამ ამ საქმეში, ჩემზე ბევრად მეტ ფულს იღებთ?
— მაგის გაკეთება ჩართულ ძრავაზე სცადე და მიხვდები... – უპასუხა ექიმმა.


მამაკაცს მანქანა დაეჯახა და შემთხვევის ადგილზე ხალხი შეიკრიბა. ერთი ქალბატონი დაშავებულებზე დაიხარა. ამ დროს, ვიღაც ბიჭმა მას ხელი ჰკრა და დაიძახა:
— ყველამ უკან გაიწიოს, მართვის კურსებზე გავიარეთ, თუ როგორ უნდა აღმოვუჩინოთ დაზარალებულს პირველადი დახმარება!
მან ამ სიტყვებით, დაზარალებულს პულსი გაუსინჯა, შემდეგ თვალის გუგაში ჩახედა და დაიხარა, რომ სუნთქვისთვის მოესმინა...
იმ ქალმა კი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბიჭმა გააგდო, უთხრა:
— როდესაც "ექიმის გამოძახების" პუნქტამდე მიხვალ, იცოდე, რომ უკვე აქა ვარ!


კბილების შენარჩუნების 3 წესი:
1. გაიხეხეთ დღეში 2-ჯერ;
2. ხშირად ეწვიეთ სტომატოლოგს;
3. ცხვირს ნუ ჩაყოფ სხვის საქმეში.


სტომატოლოგთან, შიშით აკანკალებული, პაციენტი შევიდა.
— კბილის ამოღება მოგვიწევს, – თქვა ექიმმა.
პაციენტი უფრო ძლიერ აკანკალდა. ექიმმა ჭიქაში სპირტი ჩაასახა და მიაწოდა:
— დალიეთ, მხნეობისთვის...
პაციენტმა დალია და კანკალი შეწყვიტა.
— აბა სიმამაცე მოგემატათ?
— კი, ნამდვილად! აბა ვინმემ გაბედოს და ჩემს კბილის უბრალოდ შეეხოს!..


ოჯახში ბავშვი დაიბადა, მაგრამ 5 წლამდე არ ლაპარაკობდა. მშობლებმა ის ექიმთან წაიყვანეს.
— ნუ ნერვიულობთ, – დაამშვიდა ისინი ექიმმა, – აუცილებლად ილაპარაკებს, მაგრამ ის სამი ადამიანი, ვის სახელსაც პირველად იტყის, მოკვდება.
გარკვეული დროის შემდეგ, ბავშვმა თქვა – "ბაბუ" და ის მართლაც მოკვდა.
სულ მალე, თქვა: "ბებო" და ისიც გარდაიცვალა.
ერთხელ ცოლმა მეუღლეს უთხრა:
— ბავშვს მიხედე, მე კი მაღაზიაში წავალ.
ბავშვი ეზოში სეირნობდა, სეირნობდა და უცებ დაიძახა:

— "მამა".

ეს რომ მამამისმა გაიგო, წავიდა, იბანავა, ახალი კოსტუმი და ფეხსაცმელი ჩაიცვა და ალაგებულ საწოლზე ზემოდან დაწვა.
მოვიდა სახლში ცოლი და ქმარს უთხრა:
— ახალი კოსტუმით საწოლზე რას წამოწოლილხარ? ადექი, სამძიმარზე მივდივართ – მეზობელი გარდაიცვალა.


image


imageimageimageimage




0
1036
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1036
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0