სიახლეები "არავინ შემომიხტეს - "რეებს წერ შეჩემაალა, იხოცება ხალხი" - დათო ლიკლიკაძე 2022, 25 იანვარი, 17:31
"აბა, ვისაც დაზაფრული ყოფნა არ სურს მოჯგუფდით, ცოტა იმედიან ამბავს გეტყვით. დიახ, დღეს 15 700 შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია, ძალიან!
მაგრამ ახლა ერთ რამეს გეტყვით, როცა გასულ წელს 2 000-2 500 შემთხვევა გვქონდა საწოლფონდი გადავსებული იყო, ხოლო 4 000 -ზე უკვე ადგილები არ იყო და საველე ჰოსპიტალები გახსნეს. დღეს კი საწოლფონდის 45% თავისუფალია, ანუ ამ 15 700 ადამიანიდან საავადმყოფო თითქმის არ დაჭირვებია არავის. უფრო ზუსტადაც გეტყვით-16 ადამიანმა მიმართა სტაციონარს, აქედან არცერთი არ არის ინტენსიური თერაპიის პაციენტი, ანუ არცერთი მათვით სუნთქვაზე. ეს პოსტი არ ემსახურება ამ პრობლემის დაკიდებას. არავინ შემომიხტეს - „რეებს წერ შეჩემაალა, იხოცება ხალხი“. კი ბატონო, პრობლემა არის და სერიოზული. უნდა გავფრთხილდეთ, ოღონდ ნუ დავიზაფრებით. ყველაფერი კარგად იქნება, " - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე. 1037 5-ს მოსწონს
|