პროზა ჩვენ და მესამე ლოგინში. ვულგარული საკითხავი 2012, 16 სექტემბერი, 16:46 ![]() უცერემონიოდ და ფეხშიშველი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, სახლში, ოთახში. შეგვაწყვეტინა სამზადისი კვირა დილის სექსისათვის და დახმარება გვთხოვა ქვეყნიერების გადარჩენისათვის, უფროსწორად მისი ოთახის კედლების ცისფრად შეღებვისათვის. ჩვენც დავეხმარეთ. პირველად შევღებეთ კედლები რაკელისმოცემული სამუშაო კომბინიზონებიც დავთხაპნეთ და გაზეთისგან გაკეთებული წვეტიანი ქუდებითაც ვეჯახეთ ერთმანეთს. კარგად ვიხალისეთ. და მე შემშურდა მალიარების თუ მუშების, თუ ვინც არიან. დავეყარენით ასე ჭუჭყიანები დამტვერილ ტყავის დივანზე და რაკელმა ქვაბიდან გამზადებულშეხვეული მოსაწევიც ოლიმპიური ცეცხლივით გამოაჭყიტა. მგონი იმდენი ცხოვრებაში არ გვიცინია. რას იფიქრებდა კარის მეზობელი ახალგამომცხვარი პატრული ბიძია გივიკო. ამ ამბის შემდეგ კვირაში ერთხელ საშუალოდ ჩვენ სამნი ერთად ვწევართ ლოგინში. არა მარტო ვწევართ და არა მარტო ლოგინში. იქ რა ხდება ამაზე მერე მოგიყვებით დაწვრილებით. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთან მესამე ზედმეტი სულაც არ არის. 392 6-ს მოსწონს 1-ს არა
|