პროზა ჩვენ და მესამე ლოგინში. ვულგარული საკითხავი 2012, 16 სექტემბერი, 16:46 ალბათ ხშირად გაგიგონიათ ფრაზა, რომ ''მესამე ზედმეტია''. ასოციაციურად ამ ფრაზაზე შეყვარებულების, საყვარლების, ცოლ-ქმრის ან რაიმე მსგავსი ურთიერთობა წარმოგიდგებათ თავისთავად. ორი შეწყობილი ადამიანი და უცებ მესამე რომ გამოეკვეხება საიდანღაც და ჩაეკვეხება უადგილო ადგილას ვითარცა ''ეკალი მურმანისა''. ის საზიზღარი ისა. ვერავინ ვერ ვიტანთ მესამეს, თუ თავად არა ვართ იგი, მაგრამ ჩვენ არასდროს ვართ, რადგან ჩვენ კი არა ის სხვაა ყოველთვის მესამე.
მე და დენის ამ საკითხზე მაინცდამაინც არ გვიფიქრია არასდროს. ჩვენ მხოლოდ მეორე ყურიდან ვუშვებდით ერთ ყურში შეშვებულ ამბებს, ჩვენი ნაცნობების, მეგობრებისა თუ მათი ნაცნობ-მეგობრების შესახებ, სადაც სიტყვა მესამე აქტიურად ფიგურირებდა და დორბლიან გაავებასა და განტევების ვაცობის შეგრძნებას იწვევდა მოსაუბრესა თუ მის მიერ მოყოლილი ამბით შეძრულ მსმენელს შორის.
ვინ რა იცოდა ან ჩვენ როდის გაგვიფიქრია რო ეს მესამე ჩვენს ტკბილ ცხოვრებაშიც გამოჩნდებოდა.
რაკელი. ჩვენი ახალი მეზობელი. რაღაცნაირად ბიჭური გოგო.
უცერემონიოდ და ფეხშიშველი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, სახლში, ოთახში. შეგვაწყვეტინა სამზადისი კვირა დილის სექსისათვის და დახმარება გვთხოვა ქვეყნიერების გადარჩენისათვის, უფროსწორად მისი ოთახის კედლების ცისფრად შეღებვისათვის. ჩვენც დავეხმარეთ. პირველად შევღებეთ კედლები რაკელისმოცემული სამუშაო კომბინიზონებიც დავთხაპნეთ და გაზეთისგან გაკეთებული წვეტიანი ქუდებითაც ვეჯახეთ ერთმანეთს. კარგად ვიხალისეთ. და მე შემშურდა მალიარების თუ მუშების, თუ ვინც არიან. დავეყარენით ასე ჭუჭყიანები დამტვერილ ტყავის დივანზე და რაკელმა ქვაბიდან გამზადებულშეხვეული მოსაწევიც ოლიმპიური ცეცხლივით გამოაჭყიტა. მგონი იმდენი ცხოვრებაში არ გვიცინია. რას იფიქრებდა კარის მეზობელი ახალგამომცხვარი პატრული ბიძია გივიკო. ამ ამბის შემდეგ კვირაში ერთხელ საშუალოდ ჩვენ სამნი ერთად ვწევართ ლოგინში. არა მარტო ვწევართ და არა მარტო ლოგინში. იქ რა ხდება ამაზე მერე მოგიყვებით დაწვრილებით. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთან მესამე ზედმეტი სულაც არ არის. 392 6-ს მოსწონს 1-ს არა
|