სხვა ზღაპრული სიბრძნე 2022, 22 იანვარი, 11:03 ![]() „პირი დახურული რომ გქონოდა, შეიძლება მეც შეგეშინებინე. მაგრამ შენ თავი გაყიდე მაგ შენი სულელურო ყროყინით“. მორალი: სულელმა შეიძლება ბევრი მოატყუოს თავისი ჩაცმულობით და გარეგნული იერით, მაგრამ მისი სიტყვები მალევე აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ![]() ერთ დღეს მწყემსმა იპოვა მსუქანი ღორი მდელოზე, სადაც მისი ცხვრები ძოვდნენ. მან ძალიან სწრაფად დაიჭირა ბურვაკი, რომელიც ხმამაღლა აჭყვიტინდა იმავე წამს, როგორც კი მწყემსმა მას ხელი შეახო. იფიქრებდით, რომ ღორს სასტიკად აწამებენ. მაგრამ, მიუხედავად მისი ყვირილისა და ბრძოლისა, მწყემსმა ნადავლი მკლავქვეშ ამოიდო და ბაზრის ყასბისკენ გაემართა. საძოვარში მყოფი ცხვრები ძალიან გაოგნებულები და განცვიფრებული დარჩნენ ღორის ასეთი საქციელით. ისინი გაჰყვნენ მწყემსს და მის ნადავლს საძოვრების კარიბჭისკენ. - "რა გაღრიალებს ასე?" ჰკითხა ერთ-ერთმა ცხვარმა. - "მწყემსი ხშირად გვიჭერს ჩვენც, მაგრამ ჩვენ ძალიან გვერცხვინება ასეთი საშინელი აურზაურის მოწყობა. - „ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ როცა ის თქვენ გიჭერთ, მხოლოდ თქვენი მატყლი უნდა, ახლა კი მას ჩემი ბეკონი სურს! გრე-ეე-ე!" განაგრძო ღორმა გაანჩხლებული ჭყვიტინი. მორალი: ადვილია იყო მამაცი, როდესაც საფრთხე არ არსებობს. ეზოპეს იგავ-არაკები თარგმანი: მანანა თურმანიძე 184 შეფასება არ არის
|