საბუნებისმეტყველო ევოლუციის თეორიის ხარვეზი - "საშინელი საიდუმლო", რომელიც დარვინს მოსვენებას არ აძლევდა 2022, 24 იანვარი, 10:30 ტერმინი, ჩარლზ დარვინის «საშინელი საიდუმლო» — სამეცნიერო წრეებში, კარგად არის ცნობილი. საიდუმლო არ არის, რომ მეცნიერმა ვერაფრით შეძლო, ევოლუციის თვალსაზრისით, დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების წარმოქმნის პროცესის ახსნა. ბუნების ეს საიდუმლო, მას სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა — ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. საარქივო დოკუმენტების შესწავლისას, ლონდონის უნივერსიტეტის ევოლუციის ბიოლოგმა პროფ. რიჩარდ ბარსმა აღმოაჩინა, რომ გარდაცვალებამდე, რამდენიმე წლით ადრე, დარვინს მეტად ძლიერი ოპონენტი — შოტლანდიელი ბოტანიკოსი უილიამ კარუტესი დაუპირისპირდა, რომელიც თავად ყვავილების გაჩენის კრეაციონისტური თეორიის მომხრე იყო და თვლიდა, რომ ეს მცენარეები დედამიწაზე, ზებუნებრივი ძალების ჩარევით გაჩნდნენ. კარუტესმა პრესაში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დარვინს იმაში ამხელდა, რომ მას არ შეუძლია, ამ საკითხთან დაკავშირებით, სამეცნიერო ახსნა–განმარტების მოცემა. დარვინის ევოლუციის თეორიაში არსებული ხარვეზი, საჯარო გახდა და მეცნიერს, სამეცნიერო სამყაროში, ავტორიტეტის შელახვით ემუქრებოდა... და როგორც რ. ბარსი თვლის, სწორედ მაშინ გაჩნდა ტერმინი the abominable mystery — საშინელი ან ამაზრზენი საიდუმლო. დარვინმა ვერ შეძლო ამ მცენარეების დედამიწაზე გაჩენის ახსნა. ყვავილები ჩვენს პლანეტაზე, სხვა სახეობებთან შედარებით, უფრო გვიან გამოჩნდნენ და ძალიან მალე შეიძინეს ფერების, ზომის და ფორმების მრავალფეროვნება. დარვინს არ ესმოდა, თუ როგორ გადაურჩა ეს მცენარეები განვითარების და გადარჩევის თანმიმდევრულ ეტაპებს, რომელიც ფლორის და ფაუნის სხვა სახეობებმა, მათ შორის, ძუძუმწოვრებაც გაიარეს. ალბათ, დაგაინტერესათ, შეძლეს, თუ არა მეცნიერებმა დარვინის «საშინელი საიდუმლოს» ამოხსნა? 922 5-ს მოსწონს
|