კონფლიქტები მტკიცებულება იმისა,რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს 2022, 20 იანვარი, 16:38 ![]() 19 იანვრით დათარიღებული სატელიტიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს საბრძოლო ტექნიკის სოლიდური დაჯგუფება, რომელიც განლაგებულია ვორონეჟის ბაზაზე უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით. სატანკო არტილერიისა და დამხმარე აღჭურვილობის რიგები კონცენტრირებულია იელნიაში, რუსეთის საზღვრიდან 125 კმ-ის დაშორებით. ბელორუსიაში ![]() სხვა სურათებზე ნაჩვენებია სამხედრო ტექნიკა, რომელიც დაჯგუფებულია ორ ბაზაზე, კლინცკაიასა და კლიმოვოზე, რომლებიც ბელორუსის საზღვრიდან მხოლოდ 30 კმ-ით არის დაშორებული, ხოლო რუსეთ-უკრაინის საზღვართან 50 კმ-ით. რეგიონში დაძაბული სიტუაცია იგრძნობა გასული წლიდან დასასრულიდან, როდესაც მოსკოვმა 100 000-მდე ჯარისკაცი გადაისროლა საზღვარზე ტანკებთან და რაკეტებთან ერთად, მაგრამ დაძაბულობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა ტექნიკის და ჯარების გადაადგილების შემდეგ.მათ შორის არის სამხედრო პოლიცია, რომელიც ქვეყნის შორეული აღმოსავლეთიდან არიან. ![]() ![]() რუსეთი და ბელორუსია ამტკიცებენ, რომ ჯარებისა და აღჭურვილობის გადაადგილება ორ ქვეყანას შორის ნაჩქარევად ორგანიზებული ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო ხდება, მაგრამ დამკვირვებლებმა ამ ახსნას უწოდეს "ბურუსის ფარდა" უკრაინაში შეჭრისთვის მოსამზადებლად, რასაც დასავლეთი ახლა ელის უახლოეს მომავალში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინ თქვა, რომ რუსმა დიქტატორმა ახლა "რაღაც უნდა გააკეთოს", მაგრამ მას მიაჩნია, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი და გააფრთხილა, რომ რუსეთს ძვირი დაუჯდება თუ მოსკოვი სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. ” ![]() "მას არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, როგორის დაწესებასაც მე დავპირდი, თუკი ის შევა“, – აცხადებს ბაიდენი და აღნიშნავს, რომ სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. 365 4-ს მოსწონს
|